Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი გამოცემები

521e1b876f10

მამრიკიშვილი ა. ქართული ბეჭდვითი სიტყვის ისტორია. 1629-2009 / რედ. ვ. დოხნაძე; მხატვრ.: შ. ნიორაძე. – თბ., 2010. – 353 გვ.: სურ-ით.

ნაშრომით მკითხველი გაეცნობა ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიას, მასალებს გამომცემლებზე და გამომცემლობებზე, ბიბლიოთეკებზე, სტამბებზე, დამწერლობისა და მხედრული შრიფტის ისტორიაზე, გუტენბერგის გამოგონებაზე, საბეჭდი ტექნიკის განვითარებასა და წიგნთან დაკავშირებულ მრავალ სხვა საინტერესო საკითხებზე.
წიგნის პირველი თავი (გვ. 7-72) „ქართული ბეჭდვითი სიტყვა 1629-1920“, გვაცნობს პირველი ქართული ნაბეჭდი წიგნების ისტორიასა და გამოცემებს, იმ პიროვნებებს, რომლებსაც დიდი ღვაწლი მიუძღვით ქართული წიგნის ბეჭდვის საქმეში. ახლავს ანბანური საძიებელი – „ქართული გამოცემების ბეჭდვის ადგილები 1629-1920 წწ.“ და „სტამბები საქართველოში 1800-1920 წწ.“
მეორე თავში (გვ. 73-179) მკითხველი გაეცნობა მასალებს გამომცემლობების, მინიატურული წიგნების, სტამბების, ბიბლიოთეკების, წიგნის პალატის, მწიგნობართა ასოციაციის შესახებ 1921-1990 წწ. ახლავს ამ წლებში გამოცემული ჟურნალებისა და გაზეთების ანბანური საძიებელი.
ცალკეა მოცემული (გვ. 179-248) გამომცემლობები, სტამბები, სარეკლამო სააგენტოები 1991-2009 წწ. ახლავს გამომცემლობების, ჟურნალების, გაზეთების, ბიბლიოთეკების, სარეკლამო სააგენტოების სახელწოდებათა ანბანური საძიებელი.
შემდგომ თავში (გვ. 249-294) მოცემულია დამწერლობის მხედრული შრიფტის მოკლე ისტორია, მოსკოვისა და პეტერბურგის მხედრული შრიფტები 1800-1865 წწ.
წიგნში მოცემულია აგრეთვე შემდეგი სახის მასალა – ქაღალდი, საბეჭდი საღებავები, ელექტრონული გამოთვლითი მანქანები (კომპიუტერის მოკლე ისტორია), გუტენბერგის გამოგონება, საბეჭდი ტექნიკის განვითარება, ილუსტრაციული ბეჭდვის განვითარება (ლითოგრაფია), ბოლოთქმა, წიგნის ბეჭდვასთან დაკავშირებული ტერმინები, საგამომცემლო საზომი ერთეულები, წიგნის გაფორმების ელემენტები, გამოჩენილ ადამიანთა აზრები წიგნზე, სახელთა ანბანური საძიებელი, გამოყენებული ლიტერატურის სია.
წიგნის გარეკანს ამშვენებს მხატვარ გ. ჩირინაშვილის ფერადი ნამუშევარი „პირველი სტამბის გახსნა თბილისში (1709)“.