Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ქართველი ავტორები ლიტერატურული პრემია IMPAC DUBLIN-ის მოსაპოვებლად

cror3_19034_4e3a3b6b8f74f

საერთაშორისო ლიტერატურული პრემია IMPACDUBLIN აცხადებს კონკურსს ინგლისურენოვანი და ინგლისურ ენაზე თარგმნილი და გამოცემული საუკეთესო თხზულების გამოსავლენად. როგორც ცნობილია ეს საერთაშორისო ლიტერატურული პრემია ირლანდიის დედაქალაქის მუნიციპალიტეტის ინიციატივითა და სხვადასხვა ქვეყნების ბიბლიოთეკების თანამშრომლობის შედეგად დაარსდა. შესაბამისად, ნომინანტებსაც ბიბლიოთეკები წარადგენენ. საპრიზო ფონდს კი ამერიკული კომპანია IMPAC-ი გასცემს.

საქართველოდან  საერთაშორისო ლიტერატურულ პრემიაზე ნაშრომებს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა წარადგენს. „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ბოლო წლებში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში. დაიდო ხელშეკრულებები არაერთი ქვეყნის ბიბლიოთეკებთან, სამუზეუმო, საარქივო და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ოთხი წელია, ყოველდღიურად განახლებადი ინგლისურენოვანი საიტი მუშაობს. ცოტა ხნის წინ კი დუბლინის მუნიციპალიტეტის მხრიდან კონკურსის ორგანიზატორები დაგვიკავშირდნენ და მონაწილეობა შემოგვთავაზეს. ეს ფართო მასშტაბის ლიტერატურული კონკურსია, რომელშიც 50 ქვეყნის 166 ბიბლიოთეკა არის ჩართული. ბოლოს 10 წიგნი შეირჩევა, რომელთაგან გამარჯვებული მხოლოდ ერთი დასახელდება.“ - ამბობს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების განყოფილების უფროსი გიორგი საბანაძე.

2011 წლის მოთხოვნის თანახმად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია წიგნს, რომელიც ინგლისურ ენაზე ორი წლის წინ არის გამოცემული, ხოლო არაინგლისურ ენაზე - ხუთი წლის წინ, მაგრამ ორი წლის განმავლობაში მაინც უნდა იყოს ინგლისურად თარგმნილი და გამოცემული. ამასთან, კონკურსი მხოლოდ პროზაულ  ნაწარმოებს ითვალისწინებს და მხოლოდ ინგლისურ ენაზე გამოცემულებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურის პროგრამების განყოფილებაში განაცხადი მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე უნდა შეიტანონ. დაინტერესებულ ქართველ მწერლებს კონკურსის პირობების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შემდეგ მისამართზე შეუძლიათ: www.impacdublinaward.ie.

რაც შეეხება ლიტერატურულ პრემია IMPACDUBLIN-ს, იგი 1996 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად გადაეცემა ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებს. საპრიზო თანხა კი საკმაოდ დიდია, იგი 100 ათას ევროს შეადგენს, თუმცა არაინგლისურენოვანი წიგნის შემთხვევაში თანხას ავტორი და მთარგმნელი იყოფენ - 75 ათასი ავტორს ეკუთვნის, 25 ათასი კი მთარგმნელს.

პრემიის პირველი მფლობელი 1996 წელს ცნობილი ავსტრიელი მწერალი დევიდ მალოუფი გახდა წიგნით „ბაბილონის გახსენებისას“. სხვადასხვა წლებში კი ამ პრემიის მფლობელები არიან: ესპანელი ხავიერ მარიასი წიგნით „ასეთი თეთრი გული“, ნობელიანტები ჰერტა მიულერის „ცხოველის გული“ და ორჰან ფამუკის „მე მქვია წითელი“. გასულ წელს კი პრემია ირლანდიელმა მწერალმა კოლუმ მაკკენმა წიგნისთვის „დიდი სამყარო“ დაიმსახურა. ამ წიგნისთვის მას 2009 წელს უკვე ჰქონდა მიღებული ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური წიგნის პრემია, რომელიც აშშ-ში ერთ-ერთ პრესტიჟულ ლიტერატურულ პრემიას წარმოადგენს და იგი ყოველწლიურად გაიცემა სხვადასხვა კატეგორიებში, ხოლო ფულადი ჯილდო 10 ათას დოლარს შეადგენს.

უნდა ითქვას, რომ ლიტერატურული პრემია საერთაშორისო დუბლინის მოქალაქეების ქარტიის ინიციატივით დააარსდა. იდეა დუბლინის კორპორაციას ეკუთვნოდა, რომელსაც მხარი დუბლინის მთავრობის მუნიციპალიტეტმა და ქალაქის მერმა დაუჭირეს. შეიქმნა ექსპერტების ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ირლანდიის საგარეო საქმეთა დეპარტამენტის წევრი შონ დონლონი, დუბლინის ბიბლიოთეკარი დირდ ელის კინგი, დუბლინის კოლეჯის უნივერსიტეტის პროფესორი აუგუსტინ მარტინი, ირლანდიის ხელოვნების საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელი, სენატორი დავიდ ნორისი. მოქალაქეთა ქარტიამ მოქმედების სრული თავისუფლება მიანიჭა თავის ნდობით აღჭურვილ პირებს, რომ მაღალხარისხიანი ლიტერატურული ნაშრომები წაეხალისებინათ, რომელიც დუბლინის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია - იმპაკის სახელით გახდებოდა ცნობილი.

პრემიის ნომინაციების პროცესს მთლიანად დუბლინის საჯარო ბიბლიოთეკები მართავენ. ეს გაერთიანება 100-მდე საჯარო ბიბლიოთეკას მოიცავს. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, ლიტერატურული ჟიური ყოველწლიურად იცვლება. ნომინანტთა ათეული ყოველი წლის აპრილში საჯაროდ ქვეყნდება, ხოლო გამარჯვებულის დაჯილდოება 15 ივნისს იმართება.