Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

Кого любят, тому не вторят…

166224401eb6


თითოეული ადამიანი განსაკუთრებული მისიისთვის იბადება. ლერმონტოვი წერდა: „ ... а ведь было мне предназначение высокое, но я не угадал его“...

”А "жизнь" - только слово,
          Есть лишь любовь и есть смерть,
          Эй! А кто будет петь,
          Если все будут спать?
         Смерть стоит того, чтобы жить,
        А любовь стоит того, чтобы ждать...”
1962 წლის 21 ივნისი კიდევ ერთი ლეგენდარული მუსიკოსის საიუბილეო თარიღია. სწორედ ამ დღეს მიეძღვნა 26 ივნისს ბარ „ბაითში“ გამართული საღამო, სადაც ქართველმა მუსიკოსებმა ვიქტორ ცოი გაიხსენეს და მისი სიმღერები შეასრულეს. მონაწილეობას სამი ჯგუფი იღებდა: „ბერლა ბეში“, „დოგ ვეზერი“ და „ბეიბ ვე სტარი“.
ჯგუფ „ბერლა ბეშის“ წევრი კარენ გასპარიანი: „მის მუსიკაზე გავიზარდე. ვიქტორ ცოის მუსიკაც და მისი სიმღერის ტექტებიც, ანუ რასაც იგი მღეროდა და წერდა, ჩემს ცხოვრებასთან ძალიან ახლოს არის. ბავშვობიდან მისი გავლენის ქვეშ ვიმყოფები“.
კეშა: „ძალინ დიდი მუსიკოსი იყო და უდიდესი კვალი დატოვა. ისეთ პერიოდში მოღვაწეობდა, როცა ბევრი რამ იკრძალებოდა. ძნელი იყო. იბრძოლა და მოკვდა. ბავშვობიდან მახსოვს, ის პირველი იყო და მუსიკოსები, რომლებიც თავიაანთ განსაკუთრებულ კვალს ტოვებენ, გინდა თუ არ გინდა, სულის და ცხოვრების შემადგენელი ნაწილი ხდებიან“.
ბარ „ბაითის“ დამაარსებელი მარინა კაიშაური: „ორი თვეა რაც ბარი გაიხსნა. ჩვენი მიზანია „Underground Vision“ -  ანუ ანდერგრაუნდის ამოსვლა ზევით. გვინდა დავეხმაროთ ქართველ მუსიკოსებს, რომ მათ თავიაანთი ადგილი დაიმკვიდრონ. რაც შეეხება ვიქტორ ცოის ის, ხომ ერთ-ერთი ძლიერი შემოქმედი და ხელოვანია, რომლის სიმღერებიც გმატებს ძალას, გაძლევს სითბოს და სილამაზეს. ყველა მისი სიმღერა გამორჩეულია და თითოეულში ძალიან დიდი აზრი დევს. დღევანდელი საღამოც იმიტომ მოვაწყეთ, რომ არ გვინდა ხალხმა დაივიწყოს ის მუსიკა, რომელიც კარგია და ნამდვილია“.
ვიქტორ ცოი
მასზე ამბობენ, რომ ხმა არ ჰქონდა. განათლება საშუალო. გიტარაზე, არც ისე კარგად უკრავდა. სცენაზე ღარიბულად გამოიყურბოდა. როგორც მსახიობი ნული იყო. კულტურით რუსი, პიტერისეული განათლებით, ქუჩური შინაგანი განწყობით. გაიზარდა შიშველი სიმართლით სავსე პიტერის ქუჩებში. 80-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ცოი შემოქმედებით გზას იწყებდა, საბჭოთა როკი ხასიათს იცვლიდა. გრძელი თმის და დახეული ჯინსების პარალელურად შავ-თეთრი თაობა მოდიოდა, რომლებიც ატარებდნენ პიჯაკებს განიერი მხრებით, „ტომარასავით შარვლებს“ და მძიმე „ბატინკებს“. დიდ ინგლისურ „ბულაპკებს“. ეს იყო პანკი. მაგრამ საკუთარ თავში ყველაფრის შეუცვლელად ცოი დიდ მუსიკოსად ჩამოყალიბდა. მის სიმღერებში ცოტა სიტყვებია, დიდი აზრი დევს და რაც მთავარია ყველაფერი ნათელია. შემოქმედებაში არც ისე ბევრი როკია. როკი იგი თავად იყო. იყვენენ მუსიკოსები ვინც, მასზე უკეთ მღეროდა და უკრავდა, თუმცა უმრავლეობა მათგანის სახელები მხოლოდ ტიტრებზე და აფიშებზე დარჩა. იყო დრო, როცა რუსეთში, ნებისმიერ ქუჩაზე, შენობის კედლებზე ყველგან ხვდებოდათ წარწერები: "Коля" + "Оля" (вечная истина). "Эта сторона улицы наиболее безопасна при артобстреле" (ленинградский мотив). "Забил заряд я тушку Пуго" (московский сюжет августа 1991 года). "Все козлы" (всероссийский стон). ქალაქი ლაპარაკობდა მასზე სწორედ ისე, როგორც შემდეგ მან დაიწყო ქალაქზე სიმღერა. მაშინ გახდა მოდური და პოპულარული, როცა არც დასავლეთის მდიდრული „შმოტკები“ ეცვა და არც პრესტიჟული ინგლისური როკკლუბი აპიარებდა. ცოის გმირი უპირატესობას სარდაფებს და სადარბაზოებს ანიჭებდა. ახალგაზრდა მუსიკოსმა, ძალიან მალე გააცნობიერა თავისი ცხოვრების გზის პირველი ნაბიჯები, რომელიც პირველ სიმღერებში უკვე ჩანდა:  "Я попал в какой-то не такой круг...", "Я лишний, словно куча лома", "Все говорят, что надо кем-то мне становиться, А я хотел бы остаться собой", "В толпе я, как иголка в сене, Я снова человек без цели", „Я - свой сын, свой отец, свой друг, свой враг..", „Но кто-то станет стеной, А кто-то плечом, под которым дрогнет стена". მის სიმღერებში არის მარტობაა, რომელიც ერთ პატრა ფრაზაშიც გამოიხატება: "Искры моей сигареты падают в ночь". მის შემოქმედებას „მარტივს“ უწოდებდნენ. თუმცა იყვნენ ადამიანები ვინც თვლიდნენ, რომ მისი მისია - ეს არის მარტოსული რომანტიკოსის და აბსოლუტური ნიჰილისტის მისია, თანამედროვე გარესამყაროსთან მიმართებაში და, რომ ცოის სახით რუსული როკი განსაკუთრებულ მისიას ასრულებდა.
გარდაცვალების შემდეგ ხშირად საუბრობდნენ მის ცხოვრებაზე, თუმცა იგი დღემდე ყველასთვის ამოუცნობია. ის რაც მას უკავშირდება ყველაფერი უცნაურია საზოგადოებისთვის: როგორ გახდა ჩვეულებრივი ლენინგრადელი ბიჭი რუსული როკის ლეგენდა, საიდან მოდიოდა მისი მუსიკა, რა უნდოდათ ეთქვათ მის ტექსტებს. უცნაურია მისი ამ ქვეყნიდან წასვლაც. მუსიკოსისთვისაც კი საკუთარი სიმღერები  ამოუცნობი იყო. იგი ამბობდა: „მე ვიწყებ დაკვრას და მერე ჩნდება რაღაც სიტყვები“. ხოლო  იგორ ტალკოვის თქმით: "он ушел внезапно. Я думаю, что, на какое-то мгновение расслабившись, он потерял контроль над собой и открыл таким образом брешь в энергетическом поле защиты, причем сделал это так неожиданно, что Белые не успели среагировать, тогда как Черные среагировали мгновенно". ცოის ხსოვნას ტალკოვმა სიმღერაც მიუძღვნა:
"Поэты не рождаются случайно,
Они летят на Землю с высоты.
Их жизнь окружена глубокой тайной,
Хотя они открыты и просты...
Они уходят, выполнив заданье,
Их отзывают Высшие Миры,
Неведомые нашему сознанью,
По правилам космической игры..."
მისი გარდაცვალების შესახებ არაერთი ვერსია არსებობს. ბევრი თვლის, რომ ცოის ამ ქვეყნიდან წასვლა ძალიან ნაცნობია - ნაცნობია, როგორც დიდი შემოქმედის დროზე გამარჯვება. მაგრამ მთავარი ალბათ ის აროს, რომ გარდაცვალების მეორე დღესვე მითი გაჩნდა. მითი ადამიანზე, რომელიც მიუხედავად სიკვდილისა თუ სიკვდილის წყალობით მაინც დარჩა ამ ქვეყანაზე. „Виктор Цой жив“!