Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ფოტოები აქამდე უცნობი არქივიდან

19203_4e44f062aa55d


2009 წელს დაწყებული ფოტოკოლექციის აღდგენა, რომელიც 15 ალბომს მოიცავს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში, რესტავრაციისა და მიკროფილმირების ლაბორატორიაში ცნობილი ფოტოგრაფის ნიკოლოზ საღარაძის ორი ფოტოალბომის რესტავრაციით დასრულდება. 

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივს ნიკოლოზ საღარაძემ მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში გადაღებული ფოტოსურათების ალბომები 1959-1960 წლებში პირადად გადასცა. ფოტოები დასავლეთ საქართველოში მცხოვრებთა ტიპაჟებს, სამხედრო და სამღვდელო პირებს აერთიანებს. ბევრია, აგრეთვე, ოჯახური კადრები და გარდაცვლილთა ფოტოებიც. აქვეა წარმოდგენილი ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები, რომელიც ქუთაისში ალექსანდრე მიხაილოვის ფოტოატელიეშია გადაღებული. როგორც ცნობილია, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფოტოგრაფი სწორედ ამ ფოტოატელიეში მოღვაწეობდა. იგი ალექსანდრე მიხაილოვის მოწაფე და ნათესავი იყო და ქუთაისში მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენების, ლიტერატურული საღამოებისა და იუბილეების ამსახველ ფოტოსურათებს იღებდა. 1934 წელს იგი თბილისში გადმოსახლდა და 1936-1944 წლებში გაერთიანება „საქფოტო“- ში ფოტოგრაფად მუშაობდა. შემდეგი ათი წლის განმავლობაში ნიკოლოზ საღარაძე თავის მდიდარ გამოცდილებას ბავშვებს პიონერთა სასახლის ფოტოწრეში უზიარებდა. მან უანგაროდ გადასცა კინოფოტოარქივს მიხაილოვის ატელიეში შესრულებული ქუთაისური ფოტოებისა და ნეგატივების მდიდარი კოლექცია.

ფოტოალბომებში წარმოდგენილი ფოტოები მრავალმხრივ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი. მართალია, ფოტოებზე ასახული ადამიანთა უმრავლესობის ვინაობა უცნობია, თუმცა წარმოდგენილ რამდენიმე ფოტოს საკუთარი, გამორჩეული ისტორია აქვს. უნდა ითქვას, რომ ფოტოალბომები მდიდარი მასალა არის იმ მხატვარ-დეკორატორთათვის, რომლებიც ერთი საუკუნის წინანდელ საქართველოში მიმდინარე მოვლენების ამსახველი ფილმებისა თუ თეატრალური სპექტაკლებისათვის ესკიზებზე მუშაობენ. მრავალსერიანი ქართული ფილმის „დათა თუთაშხიას“ გადაღებებისას მხატვარი კახა ხუციშვილი, სხვა ფოტო თუ კინომასალასთან ერთად, ყურადღებით გაეცნო ნიკოლოზ საღარაძის ფოტოალბომებს.

უკვე რესტავრირებულ ერთ-ერთ ალბომში დამთავლიერებლი ცნობილი ქართველი მეცნიერის აკაკი შანიძის ახალგაზრდობის ფოტოებსაც ნახავს.

საინტერესო და გამორჩეული ისტორიის არის სარესტავრაციოდ გამზადებული ფოტოალბომის ორი ფოტო. ერთ სურათზე ცნობილი ქართველი დრამატურგი და მსახიობი, ახლაგაზრდა შალვა დადიანი კუბოში მწოლიარეა გადაღებული, ხოლო იქვე არის მეორე ფოტო, სადაც ამავე კუბოზე წამომჯდარი იღიმება. როგორც ამბობენ, ეს „სპექტაკლი“ შალვა დადიანს თეატრის ვალის ვერგადახდის გამო დაუდგამს.  შალვა დადიანის „გარდაცვალების“ შემდეგ მევალეს თეატრისგან მიღებული ვექსილი გაუუქმებია, თავად შალვა კი ამის შემდეგ ქუჩაში ჯანმრთელი და უვნებელი უნახავს. მევალეს ისე შეშინებია „აღმსდგარი“ მიცვალებულის“, რომ „ფუი ეშმაკის“ ძახილით გაქცეულა. შალვა დადიანი გამოჰკიდებია და უკვე გულწრფელად აუხსნია ვითარება. „ისედაც დაგაცდიდით ვალსო, მოსთქვამდა თურმე შეშინებული მევალე, - ამის გამო კუბოში როგორ ჩაწექიო.“ ეს ამბავი თავად ნიკოლოზ საღარაძეს მოუყოლია არქივის თანამშრომლებისთვის.

„რესტავრაციის პროცესში ფოტოები და ალბომის გვერდები შესაბამისი მეთოდით იწმინდება, ალბომი ხელახლა იკინძება, ისმება ახალ ყდაში და ფოტოების დამცავი ფენა ეკვრება. ფოტოების ნაწილი გახუნებული იყო, ნაწილი დაზიანებული, ხოლო ვიდრე არქივს გადაეცემოდა, ცუდ პირობებში შენახვის გამო სხვადასხვა დაავადება ჰქონდა მიღებული. ყველა ალბომი დაშლილი იყო, ფოტოები დანაწევრებული, ამოხეული, ამოგლეჯილი, ამოჭრილი, აღდგენის პროცედურა ალბომის ფურცლების შევსებასაც გულისხმობს. ფოტოები მშრალი თუ სველი წესით იწმინდება, რითაც მათ სიმკვეთრე ემატება. ხდება ალბომის ფურცლების გამაგრება გადაშლის ადგილებში, რომ კუთხეში მოთავსებული ფოტო აღარ დაზიანდეს. დამცავი ფენები ალბომის ფურცლებს შორისაც იქნება ჩამატებული.“ - ამბობს არქივის რესტავრატორი მაია ბარათაშვილი.

რესტავრაცია დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. ფოტოები ციფრულ ფორმატში გადავა და ეროვნული არქივის ფოტოსაძიებო სისტემაში შევა.