Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ელექტრონული წიგნები ონლაინმაღაზია „ლიტ.ჯის“ დახმარებით

19348_4e4e2ba22f2ae

დაახლოებით ერთ თვეში, ქართულ ინტერნეტსივრცეში ონლაინმაღაზია „ლიტ.ჯე“ დაიწყებს ფუნქციონირებას, სადაც ელექტრონული ფორმატის წიგნები განთავსდება.

ონლაინმაღაზია „ლიტ.ჯე“ ლიტერატურული საიტის „ლიტერატურა.ჯის“ და აიტი კომპანია „იუ-ჯი-თის“ ერთობლივი პროექტია. როგორც ლიტერატურა.ჯის“ ადმინისტრატორი ავთანდილ სულაძე ამბობს, წიგნების პირატული ჩამოტვირთვისგან დასაცავად ყოველი ფაილი დაიშიფრება და ყოველ კონკრეტულ მყიდველს კონკრეტული ფაილი გადაეცემა, რომელსაც მხოლოდ თავის ელექტრონულ მოწყობილობაში გახსნის. „ჩვენ ახალი ელექტრონული წამკითხავები შემოგვაქვს, ვაკეთებთ ბრენდირებას და წიგნი აბსოლუტურად დაცული იქნება, ანუ შეუძლებელი იქნება ტექტსის გადაწერა, კოპირება, ამობეჭვდა, ხოლო მეგობრისთვის გაზიარების სურვილის შემთხვევაში, მას მთლიანი მოწყობილობა უნდა ათხოვოთ, როგორც ეს ქაღალდის წიგნის დროს ხდება. რაცშეეხება წიგნის ღირებულებას, იგი 2-3 ჯერ ნაკლები იქნება ნაბეჭდ წიგნთან შედარებით.“ - ამბობს ავთანდილ სულაძე.

გარდა ამისა, „ლიტ.ჯე“ მომხმარებელს ახალი თაობის ელექტროწამკითხავებს - e-ink-ებს სთავაზობს, რომლის ეკრანიც ნაბეჭდი ქაღალდის ეფექტს იძლევა, არ ირეკლავს, თვალს არ აღიზიანებს და კომპიუტერის ეკრანისგან განსხვავებით, საკითხავად კომფორტულია. უნდა ითქვას, რომ, ისევე, როგორც „კინდლში“,e-ink-შიც შესაძლებელია მთელი ბიბლიოთეკის ჩატვირთვა, თან ტარება და კითხვა. მისი შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ წიგნის თუ კომპიუტერულ მაღაზიაში.

ონლაინმაღაზია „ლიტ.ჯე“ ქართულენოვან პროდუქციაზე იქნება ორიენტირებული, ნათარგმნი იქნება ეს თუ ორიგინალური. ეს ბუნებრივიც არის, რადგან უცხოურ ენაზე წიგნის შეძენა ბევრ საიტზეა შესაძლებელი, ამ შემთხვევაში მკითხველამდე ქართული პროდუქციის მიტანა არის საჭირო. „თანამშრომლობისთვის ჩვენთან ხალისით მოდიან ავტორებიც და გამომცემლებიც, რადგან ონლაინგაყიდვები წიგნის გავრცელების კიდევ ერთი ფორმაა და სხვათა შორის, კომერციულად მომგებიანიც. მსოფლიოში ეს ბაზარი მუდმივად იზრდება და მთელ რიგ ქვეყნებში ელექტრონული წიგნი უფრო მეტი იყიდება, ვიდრე ქაღალდის. საქართველოში ბეჭდური წესით გამოცემულ წიგნზე ავტორის მოგება ნულ მთელს იშვიათად სცდება, გამომცემლები კი, როდესაც წიგნების მაღალ ფასებზე საუბრობენ, საგამომცემლო ხარჯების ჩამოთვლისას კოლოსალურ თანხებს ასახელებენ. რა თქმა უნდა, ელექტრონულ წიგნს ხარჯიც ნაკლები ექნება და ფასიც. წიგნის ელექტრონულ ფორმატში გამოცემით, სავარაუდოდ, ავტორი ურთიერთობას გამომცემლობასთან გააიოლებს, რადგან მას საავტორო ტექსტის გავრცელების ალტერნატიული გზა უჩნდება. ავტორს შეეძლება, დამოუკიდებლად წარმართოს საქმე - აკონტროლოს გაყიდვები და მის სურვილს, რაც შეიძლება მეტ მკითხველს მიაწვდინოს ხმა, კომერციული ინტერესებიც დაემატება. მთავარი კი ონლაინმაღაზიის დაცულობაა, რაც ყველა თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით მოხდება. წინააღმდეგ შემთხვევაში მაღაზია „ლიტ.ჯე“ თავის ფუქნციას დაკარგავს.“ - ამბობს ავთანდილ სულაძე.