Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

სენსაცია – ავსტრალიაში აღმოჩენილი მსოფლიოში უძველესი ნამარხები

strelley-pool-300x277

ავსტრალიელი და ბრიტანელი გეოლოგების ჯგუფი ამტკიცებს, რომ ავსტრალიის დასავლეთით აღმოაჩინეს დედამიწაზე აქამდე არნახული უძველესი ნამარხები. ეს ერთუჯრედიანი ორგანიზმები, რომელთა ზომაც რამდენიმე ათასობით მილიმეტრია, 3,4 მილიარდი წლის უნდა იყოს, აქვეყნებს New York Times-ი. თუკი ეს აღმოჩენა დამტკიცდება, ის ახალ ცნობებს შემოიტანს დედამიწაზე სიცოცხლის გაჩენის თარიღთან დაკავშირებით.

ეს ნამარხები  Strelley Pool-ში ქვიშაქვის კლდოვან ფორმირებაშია აღმოჩენილი. ამ

კლდის ფრაგმენტების შესწავლისას მეცნიერები მიკროსკოპულ სტრუქტურებს წააწყდნენ, რომლებიც ცოცხალ უჯრედებს გავდნენ. ზოგიერთი მათგანი თითქოს კლასტერებს ქმნიდა, რომელიც უჯრედული დაყოფის უძველეს ფორმას მოგვაგონებდა. სამეცნიერო ჟურნალ  Nature Geoscience-ში გამოქვეყნებული პირველადი ანალიზების მიხედვით, ეს ორგანიზმები ზრდისათვის იყენებდნენ გოგირდს და არა ჟანგბადს. დღესაც ბაქტერიები ისეთ გარემოში მრავლდებიან, სადაც ჟანგბადის შემცველობა დაბალია.

ამ ეპოქაში ერთუჯრედიანი ორგანიზმების არსებობა „გვიანი დიდი აფეთქების“ შემდეგ საკმაოდ სწრაფი განვითარების დამადასტურებელია. ეს მზის სისტემის ისტორიის ჯერ კიდევ თეორიულად არსებული პერიოდია, რომელიც 3,85 მილიარდი წლის წინ უნდა დასრულებულიყო.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://bigbrowser.blog.lemonde.fr/