Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

კოსმიური ბრილიანტი: ასტრონომებმა აღმოაჩინეს ალმასის პლანეტა

ასტრონომების საერთაშორისო ჯგუფმა, ავსტრალიის, სვინბერნის ტექნიკური უნივერსიტეტის  პროფესორის, მეთიუ ბეილის ხელმძღვანელობით, აღმოაჩინა ალმასის კრისტალისგან ფორმირებული პლანეტა ჩვენს გალაქტიკაში („ირმის ნახტომი“).

პლანეტა შედარებით მცირე ზომისაა - მისი დიამეტრია დაახლოებით 60 000 კილომეტრი (თუმცა დედამიწაზე ხუთჯერ უფრო დიდია). მაგრამ მცირე ზომის მიუხედავად, ამ კოსმოსური ბრილიანტის კრისტალს უფრო მეტი მასა აქვს, ვიდრე მზის სისტემაში აირისაგან შედგენილ გიგანტურ იუპიტერს.

რადიო ტელესკოპის მონაცემებმა აჩვენა, რომ მისი ვარსკვლავი 600 000 კილომეტრის დაშორებით ბრუნავს, რაც განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ალმასის პლანეტაზე წელიწადის ხანგრძლივობა ორი საათით მეტია. თუ რაიმე მიუახლოვდება, ვარსკვლავის გრავიტაციული ძალა ნაკუწებად აქცევს. თუ მხედველობაში მივიღებთ ერთდროულად მის უზარმაზარ მასას და ახლომდებარე ორბიტას, მკვლევარებს შესაძლებლობა ექმნებათ, გამოავლინონ პლანეტის უნიკალური სტრუქტურა.

„როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ნახშირბადსა და ჟანგბადთან,“ - განაცხადა კვლევითი ჯგუფის ერთ–ერთმა წევრმა, მაიკლ ქეითმა პრესაში გამოქვეყნებულ სტატიაში. „უფრო მსუბუქი ელემენტები, როგორებიცაა წყალბადი და ჰელიუმი იქნებოდა საკმაოდ დიდი იმისათვის, რომ შეესაბამებოდეს კარგად გათვლილი ბრუნვის რიტმს და დროს“. ობიექტის სიმკვრივე ნიშნავს იმას, რომ ეს ნივთიერება უეჭველად კრისტალურია, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ პლანეტის უმეტესი ნაწილი შესაძლოა ალმასის მსგავსი ნივთიერებისგან იყოს ფორმირებული.

ვრცლად (ინგლ.): WIRED SCIENCE