Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

„შემაშფოთებელი“ გამარჯვება

ალიანსის ქმედებამ ლიბიაში შეაცბუნა კრიტიკოსები და უხერხული კითხვები წამოჭრა

რადგან NATO გეგმავს საჰაერო ოპერაციების დროებით შეწყვეტას ლიბიაში და საზღვაო ბლოკადის დასრულებას, შედეგებისგან მიღებული კმაყოფილება გაზავებული  იქნება გამოვლენილი სისუსტეებისგან გამოწვეული წუხილით. დრო არასოდეს არ იყო მუამარ ქადაფის სასტიკი რეჟიმის მხარეს, უფრო მეტიც, დრომ ყველანაირად შეუწყო ხელი მის გაძევებას, ამასთან ერთად კი, კარგად გამოჩნდა, რამდენად მართებული იყო NATO–ს წევრების პოლიტიკური ნება, ლიბიაში მკვეთრი ცვლილებების განხორციელებასთან დაკავშირებით. ხოლო ამ მისიის კრიტიკოსები, განსაკუთრებით ამერიკაში, მოითხოვდნენ რეაბილიტაციას. NATO–ს მწუხარებას ემატება წარუმატებლობაც, მაშინ, როცა იგი ყველანაირად ცდილობს, ღირსეულად გამოვიდეს ავღანეთიდან მომდევნო სამ წელიწადში.

ბევრ საკითხს NATO-მ საკმაოდ კარგად გაართვა თავი. გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს 1973 წლის რეზოლუციით დამტკიცდა მოქალაქეთა დაცვა და უსაფრთხოება, თუმცა საგანგებოდ გამოირიცხა სახმელეთო ქვეითი ჯარების გამოყენება. ალიანსმა საკუთარი მანდატი ლიმიტამდე განავრცო, შედეგად კი აჯანყებულთა საჰაერო შეიარაღებულ ძალად იქცა. როგორც სამეფო გაერთიანებული სერვისების ინსტიტუტის დირექტორი, ლონდონის პოლიტიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი, მაიკლ კლარკი დაკვირვების შედეგად აცხადებს, არაორგანიზებული, არასაკმარისად შეიარაღებული აჯანყებული ძალების მხარდაჭერა კარგად შეიარაღებული, სასტიკი რეჟიმის წინააღმდეგ, საჭიროებს იმპროვიზაციას, მოქნილობას  და კარგად მანევრირებას.

ვრცლად: The Economist