Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

„ოდისეა“, ჰომეროსის „ოდისეას“ მიხედვით

19 სექტემბერს ბრიტანეთის საბჭომ თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში ბრიტანულ თეატრალურ კომპანია „ad infinitum“ თანამშრომლობით ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში წარმოადგინა სპექტაკლი „ოდისეა“, ჰომეროსის „ოდისეას“ მიხედვით.

უკვდავი ბერძნული მითის თავისებური ვერსია... ერთი მსახიობი, ერთი საათი. ერთი კაცის ეპიკური ძიება, დაუოკებელი სურვილი დაუბრუნდეს თავის ოჯახს და იძიოს შური. მგზნებარე, ძალზე გამომსახველობითი და მახვილგონივრული თხრობა აცოცხლებს ამ სულისშემძვრელ თავგადასავალს. მოგზაურობა, რომელიც აცხოველებს წარმოსახვას და აღვიძებს გრძნობებს...

„ოდისეას“ პრემეირა ედინბურგის ფრინჯის ფესტივალზე 2009 წელს შედგა და დიდი წარმატება ჰქონდა. დაიმსახურა რა კრიტიკოსების მოწონება, მიიღო „The Stage”-ის საუკეთესო სოლო შემსრულებლის ჯილდო. 2010 წელს „ოდისეა“ კვლავ დაბრუნდა ედინბურგში, ისევ დაიმსახურა კრიტიკოსთა აღიარება და მიიღო თეატრალური ჯილდო ინოვაციისთვის „Total Theatre Awards For Innovation”. „ოდისეას“ საერთაშორისო ტურნე (დიდი ბრიტანეთი, იტალია, ნორვეგია, რუმინეთი, კანადა, ხორვატია) გრძელდება...

ინსცენირების ავტორები - ჯორჯ მანი და ნირ პალდი არიან. რეჟისორი - ნირ პალდია, დეკორაცია კლერ ამოსის, ფოტოგრაფი - ჯონ რანკინი, მსახიობი- ჯორჯ მანი.
თეატრი„ad infinitum“ (www.theatreadinfinitum.co.uk) დაარსდა ლონდონში. ეს არის საერთაშორისო დასი.  მიღებული აქვს მრავალი ჯილდო. ქმნის ახალ და ორიგინალურ თეატრს: „გვინდა შევქმნათ ინოვაციური თეატრი. ვიყენებთ იმპროვიზაციას, განსხვავებულ პლასტიკას, ვითვალისწინებთ სხვადასხვა კულტურათა გამოცდილებას, რომ წარმოგიდგინოთ თეატრი უნიკალური და მომხიბვლელი ფორმით. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა ხელოვნებამ მოგხიბლოთ, შეგძრათ და შთაგაგონოთ.“ - ამბობს თეატრის ხელმძღვანელობა.

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალს საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით. ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება და ერთ-ერთ უმთავრეს კულტურულ მოვლენად იქცა საქართველოში. იგი კავკასიაშიც უფრო მეტად იკიდებს უმნიშვნელოვანესი კულტურული მოვლენის სტატუსს. კავკასია კი სწორედ ის ადგილია სადაც ევროპა და აზია  ერთმანეთს ერწყმის. (http://www.tbilisiinternational.com/eninig/index.php)

ბრიტანეთის საბჭო - დიდი ბრიტანეთის წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაცია - ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან კულტურისა და განათლების სფეროებში. მისი მოქმედების არეალი 110 ქვეყანას მოიცავს. ბრიტანეთის საბჭო ხელს უწყობს ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარებას სხვა ქვეყნებთან სხვადასხვა ეროვნების ადამიანებს შორის ურთიერთნდობის ამაღლებისა და ბრიტანული იდეებისა და მიღწევების პოპულარიზაციის მიზნით. ბრიტანეთის საბჭო არის დამოუკიდებელი, აპოლიტიკური ორგანიზაცია. www.britishcouncil.org