ნავთობისა და აირის ოკეანე ლოთარინგიის (საფრანგეთი) ქვეშ?

ავსტრალიური ნავთობის კომპანია Elixir Petroleum-ი ამტკიცებს, რომ ლოთარინგიის მიწისქვეშეთში ჰიდროკარბონატების, ძირითადად კი ნავთობისა და ფიქლების გაზის გიგანტური რაოდენობაა თავმოყრილი, ეს არის შესაძლო აღმოჩენა, რასაც ექსპერტები დიდი სკეპტიციზმით შეხვდნენ. ნავთობის კომპანია, რომელსაც საფრანგეთის აღმოსავლეთში 5000 კვადრატული კილომეტრის ექსპლუატაციის უფლება გააჩნია, ამერიკული Netherland, Sewell & Associates (NSAI) კაბინეტის მიერ
ჩატარებულ აუდიტს ეყრდნობა.
ეს დოკუმენტი ადასტურებს, რომ ეს ტერიტორია, რომელიც ოთხ დეპარტამენტზეა გადაჭიმული (მოზელი, მერტ-ე-მოზელი, მესი, ვოსჟი – Moselle, Meurthe-et-Moselle, Meuse, Vosges) 649700 მილიარდ კუბურ ფუტ ფიქლის გაზსა და 164,7 მილიარდ ბარელამდე ფიქლის ნავთობს შეიძლება მოიცავდეს.
...........................................................
ამ უზარმაზარმა ციფრებმა ვერ დაარწმუნა საფრანგეთის მთავრობის ექსპერტები. „გეოლოგიურად მე უზარმაზარი ეჭვი მაქვს“, დაასკვნა ნავთობის ძიების ბიუროს (BEPH) გეოლოგმა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ლოთარინგიის ყველა კვლევა წარსულში წარუმატებელი აღმოჩნდა და რომ ამჯერად საქმე „სპეკულაციას“ ეხება. ერთადერთი მშვიდობიანი განმსჯელი ბურღვაა“,– დაამატა მან.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
- Login to post comments