Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

იოსებ გრიშაშვილის ელექტრონული ფოტოარქივი


2011 წლის სექტემბერში ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ დაიწყო საინტერესო პროექტი - "იოსებ გრიშაშვილის ინტერაქტიული ფოტოარქივი".

გარდა იმისა, რომ ჩვენ ვასკანერებთ და საიტზე ვაქვეყნებთ იოსებ გრიშაშვილის უნიკალურ ფოტოკოლექციას, მას აქვს შემდეგი ინტერაქტიული თვისებები:

მომხმარებელს შეუძლია ჩაატაროს ძიება იმ ფოტოების მოსანახად, რომლებიც მას აინტერესებს. ამისათვის შესაძლებელია გამოიყენოთ:

ეს საძიებელი -    ფოტოარქივის საძიებელი

(ჩაწერეთ სიტყვა და მოძებნეთ შესაბამისი ფოტოები)

ინტერაქტიული საძიებელი (ნიშნაკი magnifier-8866 ). ჩაწერეთ შიგ სიტყვა ან პიროვნების სახელი თუ გვარი (მაგალითად მოჭიდავე, თბილისი, ვერელი და ასშ) და "კედელზე" გამოჩნდება შესაბამისი ფოტოები.


რაც კიდევ უფრო საინტერესოა - ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია ფოტოზე მონიშნოს ის ადამიანი, ადგილი, შენობა, ძეგლი, რომელიც მან ამოიცნო.

ამისათვის უნდა შეხვიდეთ საიტზე (ფოტოარქივი), შეიტანოთ თქვენი პაროლი (Flick-ის, Facebook-ის, Google-ის) და შესაბამის ფოტოზე შეიტანოთ შენიშვნა (კომენტარი).