Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების პრეზენტაცია

30 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსების დღე აღინიშნა და ცენტრში ამ თარიღთან დაკავშირებული  ღონისძიებები გაიმართა, მასში მონაწილეობა ბევრმა საპატიო სტუმარმა მიიღო.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების პრეზენტაცია, რომლის საპატიო თავმჯდომარეა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II .

საზოგადოების მმართველი ორგანო – გამგეობა – დაკომპლექტებული იქნება როგორც სახელმწიფო მოხელეების, ისე საქმიანი წრეების წარმომადგენლებისა თუ კულტურის მოღვაწეთაგან.

 

მეგობართა საზოგადოების მიზანია დაწესებულების, როგორც უნიკალური, განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობის კოლექციის დაცვისა და კვლევის ცენტრის, მხარდაჭერა და პოპულარიზაცია.

30 ივნისს გაიხსნა ასევე ექსპოზიცია სახელწოდებით „მეფური შეწირულობა“ (ასე უწოდა გაზეთმა „დროებამ“ ნიკო დადიანის მიერ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისათვის დადიანთა უნიკალური კოლექციის - 169 ხელნაწერის შეწირვის ფაქტს), სადაც ხელნაწერთა დონაციის მთელი ისტორია წარმოჩნდება. გამოიფინა ბოლო წლებში შემოწირული ხელნაწერებიც, ცენტრი წარმოადგინა ის ხელნაწერებიც, რომელთა შეძენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.