Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ნეიტრინოები: ნაწილაკები,რომლებიც სინათლეზე სწრაფად გადაადგილდებიან

1316782484-61
1905 წელს ფარდობითობის თეორიის შექმნასთან ერთად აინშტაინმა ივარაუდა, რომ ვაკუუმში სინათლის სიჩქარეზე სწრაფი არაფერი არსებობს... მაგრამ ნეიტრინოები, ატომების ბირთვების შეერთებისას ან დაშლისას წარმოქმნილი ელემენტარული ნაწილაკები, ამ თეორიის შერყევის მარცვალს თესს.
ნეიტრინოები სინათლეზე სწრაფად გადაადგილდებიან ვაკუუმში,– ამტკიცებენ CRNS-ის (საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი) მკვლევარები სამი წლის განმავლობაში ძალიან მაღალი სიზუსტით გაზომვისა და OPERA-ს გამოცდილების კომპლექსური ანალიზის შემდეგ. ეს ნეიტრინოების იმ კონაზე დაკვირვებას გულისხმობს, რომელიც ჟენევაში CERN-ის (ევროპის ბირტული კვლევების ცენტრი) დამაჩქარებლებისაგან წარმოიქმნა, დაკვირვებები ტარდებოდა 730 კილომეტრის მოშორებითაც, იტალიაში, Gran Sasso-ს მიწისქვეშა ლაბორატორიაში. ასეთი 15000 ნაწილაკი გამოიკვლიეს. შედეგები 2011 წლის 23 სექტემბერს გამოქვეყნდა საიტზე ArXiv.org.
ეს მანძილი ნეიტრინოებმა 60 ნანოწამით უფრო სწრაფად დაფარა, ვიდრე ამას სინათლე მოანდომებდა – 2,4 მილიწამს. ეს კი ნიშნავს, რომ როდესაც ნეიტრინოები მივიდნენ Gran Sasso-ში, სინათლე 20 მეტრით უკან ჩამორჩებოდა! ეს შედეგები კიდევ მოითხოვს დამტკიცებას, მაგრამ OPERA-ზე მომუშავე მეცნიერები დარწმუნებულნი არიან თავისი გაზომვების სიზუსტეში.

ეს აღმოჩენა ნამდვილი გადატრიალებაა სამეცნიერო საზოგადოებაში, რომელსაც მიაჩნდა, რომ შეუძლებელია ვაკუუმში სინათლეზე მეტი სიჩქარის განვითარება. მკვლევარები კი მეტ განმარტებებს აღარ იძლევიან ამ ფენომენისათვის ნათელის მოსაფენად.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.science.gouv.fr/fr/actualites/bdd/res/4241/les-neutrinos-des-particules-qui-se-deplacent-plus-vite-que-la-lumiere/



300 000 კმ/წმ.

ASTRONAVIGATOR : LAGvilava Gia M.

ლაბორატორიული ექსპერიმენტის კარგი შედეგია ფიქსირებული სიჩქარე, "ნეიტრინოს" კვალი 730 კმ. პირობით მანძილზე; ამავე მიმართულების კვლევებმა სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფი ნაწილაკების არსებობაზე "ტახიონები" არ გაუმართლა მეცნიერებს სავარაუდო თეორიული შედეგი. ალბათ იმიტომ, რომ მე–20 საუკუნის სამოცდაათიან წლებში კვლევის ტექნიკური შესაძლებლობა შეესაბამებოდა, ჰომოსაპიენსის განვითარების იმდროინდელი რეგიონალური ევოლუციის დონეს. დღეს 21–საუკუნეა, მაგრამ {პირადად ჩემთვის} სინათლის სიჩქარის დაზუსტების პრობლემა, კვლავ აქტუალურია, რადგან 300 000 კმ. მაძილის დისტანციაზე _ შეუფერხებლად (დასაშვები ცდომილების გარეშე) მნათობი სხივის სიჩქარის ათვლა _ გადამცემი წყაროდან, მიმღებ ხელსაწყოზე, პრაქტიკულად არ ჩატარებულა; ყველა გაზომვები ტარდებოდა სხივის ანარეკლის აბერაციაზე ან ციური სხეულის ალბედოზე დაყრდნობით. ასეთი ცდომილება ასტრონავიგაციული ექსპედიციების დაგეგმვისას, კოსმოსური სამყაროს მაშტაბით, გვაძლევს დიდ მატერიალურ გადახარჯვებს. თეორიულად მე აბსოლუტურად მართებულად მივიჩნევ "ადამიანის აზრის ანუ ფიქრის გამოსხივების ლოგიკურ იმფორმატიკულ სიჩქარეს", რომელსაც ჩვენ ჯერ–ჯერობით ვერ ვაფიქსიტებთ, მაგრამ ღებულობენ უცხოპლანეტელები ან ღმერთი.

  http://lag-vi-lava.ucoz.org

სენსაციური გამოკვლევა

ამ სენსაციურმა შედეგებმა უკვე გამოიწვია სპეციალისტთა დიდი ყურადღება.

უამრავი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული სტატია ქვეყნდება ისეთ საიტებზე როგორიცაა:

arXiv.org – დღეისათვის 10-მდე სტატია

Nature

Scientific American