Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მოგზაურობა ოკეანის სიღრმეში Cité des sciences-თან ერთად

Expostion-ocean-climat-et-nous-cite-des-sciences-de-l-industrie-avril-2011-juin-2012-green-hotel-gavarni-paris
„ოკეანე, კლიმატი და ჩვენ“, ასეთია პარიზში, Cité des sciences-ში (სამეცნიერო მუზეუმი)  აპრილის თვიდან 2012 წლის ივნისამდე დაგეგმილი გამოფენის სახელწოდება. . Maxisciences-ი ჩავიდა იქ, რათა მეტი გაერკვია იმ კავშირების შესახებ, რაც ოკეანეს, კლიმატსა და ადამიანების საქმიანობებს აერთიანებს. გამოფენის დროს მარი-კრისტინ ჰერგო (Marie -Christine Hergault), გამოფენის კომისარი, დიდი სიფრთხილით აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ ის თანაფარდობა, რომელიც ოკეანესა და მის ბომრავალფეროვნებას მართავს, ძალიან სათუთია.
ეს არის მოგზაურობა ოკეანის გულში, რომელსაც Cité des Sciences-ი გვთავაზობს გამოფენაზე „ოკეანე, კლიმატი და ჩვენ“. ეს გამოფენა აპრილის თვიდან არის გახსნილი და ოკეანესა და კლიმატს შორის დამოკიდებულების დელიკატურ თემას ეხება.  ეს არის თემა, რომელიც უამრავ შეკითხვას ბადებს, მათზე პასუხის გაცემას კი გამოფენა ცდილობს: რა გავლენა აქვს ოკეანეს კლიმატზე? როგორ გავზომოთ ოკეანეში მიმდინარე ცვლილებები? და ამ ყველაფერთან ერთად რა როლს თამაშობს ადამიანი? ......

ამგვარად, პირველ ნაწილს „კლიმატურ მექანიზმში“ შევყავართ, რომელიც ოკეანესა  კლიმატს შორის ურთიერთობების კომპლექსს არეგულირებს. მაგრამ როგორ ფუნქციონირებს ეს მექანიზმი? იმ პარამეტრების გასარკვევად, რითაც ოკეანე კლიმატზე მოქმედებს, გამოფენა გთავაზობთ, დაესწროთ ნამდვილ სამეცნიერო ექსპერიმენტებს, რომელიც ისეთ პარამეტრებს იყენებს, როგორიცაა სითბო, სიკაშკაშე, ან ტემპერატურა. როგორ მოქმედებენ ისინი კლიმატზე?

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.maxisciences.com/cit%e9-des-sciences/voyage-au-c-ur-de-l-ocean-avec-la-cite-des-sciences_art16958.html