Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ფულბრაითის სამეცნიერო პროგრამა

fulbright

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აცხადებს ფულბრაითის ყოველწლიურ კონკურსს ქართველ მეცნიერთათვის 2012–2013 აკადემიური წლისათვის

ფულბრაითის სამეცნიერო პროგრამა წარმოადგენს პოსტ–დოქტორანტურის შემდგომ სასტიპენდიო პროგრამას ახალბედა და უფროს მეცნიერთათვის, უნივერსიტეტის ლექტორებისა და საქართველოს საგანმანათლებლო ინსტიტუტების ექსპერტთათვის, რომელთაც სურთ აწარმოონ დოქტორანტურის შემდგომ კვლევები, გამართონ ლექციები, ან განაგრძონ ლექციებისა და კვლევების ჩატარება შეერთებულ შტატებში.

ფულბრაითის სასტიპენდიო პროგრამა არის ამერიკის მთავრობის მიერ ქართველი მეცნიერებისთვის შემოთავაზებულ პროგრამებს შორის ერთ–ერთი ყველაზე ექსკლუზიური და მნიშვნელოვანი. ფულბრაითის პროგრამისთვის კანდიდატების შერჩევა გაიმართება ღია კონკურსის საფუძველზე თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ.

ყველა კანდიდატი ამჟამად უნდა საქმიანობდეს საქართველოს ერთ–ერთ უნივერსიტეტში. განსაკუთრებული უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებსაც ექნებათ საკმაო ცოდნა–გამოცდილება და უნარი იმისათვის, რომ სრულად ისარგებლონ პროგრამით მინიჭებული შესაძლებლობით, აწარმოონ კვლევები და გამართონ ლექციები აშშ–ს ინსტიტუტებში. ასევე, იმ კანდიდატებსაც, რომლებსაც სურვილი აქვთ, მიღებული ცოდნა–გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ საქართველოში დაბრუნების შემდეგ. ფულბრაითის პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილება ღირებული უნდა იყოს არა მარტო მეცნიერთათვის, არამედ - მათი უნივერსიტეტებისთვისაც, მათი ფაკულტეტებისა და სტუდენტებისთვის, ასევე, აშშ–ს მასპინძელი ინსტიტუტებისთვისაც. ამ პროგრამის მონაწილე მეცნიერები წარმოადგენენ საკუთარი ქვეყნების ელჩებს და მზად უნდა იყვნენ, ქვეყნის, კულტურისა და კვლევების შესახებ მეცნიერთა და საზოგადოებრივ ჯგუფებთან სასაუბროდ.

ფულბრაითის პროგრამა დაარსდა 1946 წელს და მას ეს სახელი - არკანზასის ყოფილი სენატორის, ჯ. უილიამ ფულბრაითის საპატივსაცემოდ უწოდეს. ამ პროგრამის ფარგლებში, ათასობით მეცნიერმა დაამყარა პროფესიონალური კონტაქტები საკუთარ სფეროში და ჩამოაყალიბა გრძელვადიანი მეგობრული ურთიერთობები კოლეგებთან შეერთებულ შტატებში; შექმნა კვლევითი სათანამშრომლო ურთიერთობები ამერიკელ კოლეგებთან; შეერთებულ შტატებში წარმოებული კვლევის შედეგად გამოაქვეყნა სამეცნიერო პუბლიკაციები და განახორციელა სხვა კონტრიბუციები.

დაშვებულ სფეროებში:

** სოფლის მეურნეობა
** ამერიკის შესწავლა
** ბიოლოგია
** ბიზნესის ადმინისტრირება
** ქიმია
** ეკონომიკა
** განათლება
** საინჟინრო
** გარემოს დაცვა
** კინოს შესწავლა
** ისტორია
** ინფორმაციული მეცნიერება
** ჟურნალისტიკა
** სამართალი
** საბიბლიოთეკო მეცნიერება
** მათემატიკა
** სამედიცინო მეცნიერებები
** ფიზიკა
** პოლიტიკური მეცნიერება
** ფსიქოლოგია
** საჯარო ადმინისტრირება
** საზოგადოებრივი / გლობალური ჯანდაცვა
** სოციალური სამუშაო
** სოციოლოგია
** ინგლისურის, როგორც უცხო ენის სწავლება
** თეატრი
** ურბანული დაგეგმარება


ონლაინ-განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა – 7 ნოემბერი, 2011.

შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება ნოემბრის ბოლოს, საბოლოო შერჩევა და განთავსება მოხდება 2012 წ.

ფულბრაიტის პროგრამის პრეზენტაციები ჩატარდება:

6 ოქტომბერი, 17:00 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მე-2 კორპუსი, ოთახი 135
მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი #3, თბილისი

12 ოქტომბერი, 17:00 - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ა კორპუსი, ოთახი 101
მისამართი: #32 ჭავჭავაძის გამზირი, თბილისი

დამატებითი ინფორმაციის ან პროგრამის დაკავშირებული კონსულტაციებისათვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ თეა კუჭუხიძეს at: KuchukhidzeT@state.gov

ტელ.: 2 277148


ვრცლად (ინგლ.): http://georgia.usembassy.gov/resources/programs/exchange-programs/fulbri...