Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ლონდონში უდიდესი მზის ხიდის მშენებლობა იწყება

article_pont-solaire
ყველაზე დიდი „მზის ხიდი“ გამოჩნდა ლონდონში. ბლეკფრაიარსის (Blackfriars ) ხიდზე, რომელიც ტემზას კვეთს,  4400 ფოტოვოლტაიკური პანელის დამონტაჟება დაიწყო, განაცხადა პანელების მომწოდებელმა კომპანიამ, Sanyo-მ. ხიდის სრული გადაფარვა მომავალი წლის მაისში უნდა დასრულდეს, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე. ეს მშენებარე ხიდი მთლიანად ინოვაციურია, რადგანაც მან უნდა მიიღოს მეტროს ახალი სადგური „ბლეკფრაიარსი“ და ესეც ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე უნდა მოხდეს. ამ სადგურმა ლონდონის გავლით ბადფორდისა და ბრიგტონის დამაკავშირებელ გზებზე ყველაზე გრძელი მატარებლების ცირკულირების საშუალება უნდა მოგვცეს: საათში დაახლოებით 24 მატარებელი იმოძრავებს ამ ცენტრალურ ნაწილზე დედაქალაქის გავლით
....

საფრანგეთში Sanyo-ს წარმომადგენელი, ჯულიენ შიროლი ამტკიცებს, რომ მსოფლიოში მხოლოდ ერთი კიდევ ასეთი „მზის ხიდი“ არსებობს ავსტრალიაში, ბრისბანში (Brisbane). „ლონდონის პროექტის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ პროექტი არაერთხელ გადაიდო. მისი ინაუგურაცია შარშან უნდა მომხდარიყო. ფოტოვოლტაიკური პანელების დარგში ტექნოლოგია სწრაფად ვითარდება და ყოველი გადადების დროს ადაპტირება თავიდან ხდებოდა საჭირო, განაცხადა მან „20 Minutes“ (20 წუთი) -თვის მიცემულ ინტერვიუში.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://fr.news.yahoo.com/travaux-grand-pont-solaire-d%C3%A9butent-%C3%A0-londres-150706128.html