Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ნაირა გელაშვილი – ჩვენება (ანაბეჭდები)

ნაირა გელაშვილი – ჩვენება (ანაბეჭდები) -


“ჩვენება (ანაბეჭდები)” პირველად 15 წლისამ წავიკითხე და დაახლოებით ერთი კვირა მისი ფრაზები ტვინიდან არ გამომდიოდა. მაშინ  მეგობარს, რომელსაც, “ჩემი საუკეთესო” ერქვა, სულ ამ მოთხრობის მთავარ გმირთან ვაიგივებდი, მეგონა, ერთხელაც მასაც ის დაემართებოდა, რაც ნაირა გელაშვილის გიორგი გიორგობიანს და ცრემლების გარეშე ვერ ვკითხულობდი. ახლა ბევრად დიდი ვარ, ის მეგობარიც ჩემი ცხოვრებიდან წავიდა, “ჩვენება (ანაბეჭდები)” ისევ თვალში მომხვდა და ემოცია იგივე დარჩა.

ტექსტის სიძლიერე მისი ფორმის ორიგინალურობაშია. მოთხრობა საბუთებსა და დოკუმენტებზეა აგებული, შიგადაშიგ ვხვდებით პერსონაჟების ფიქრებსაც. ერთი ეპიზოდი მთლიანად მეტატექსტია – მკითხველისა და მწერლის საუბარი. “ჩვენება (ანაბეჭდები)”  კაცის სიცოცხლის ისტორიაა. “სიცოცხლე, სადაც მე ვერ ვერევი, ვერ ჩვერიე, ვერაფერი ვერ გადავაადგილე და ვერ შევცვალე” – ეუბნება ავტორი მკითხველს და შენც ხვდები, რისი ჩვენება უნდოდა, ტვინში ტოვებს ანაბეჭდს.

ყველაფერი მშობიარობის ისტორიიდან და დედამისის ანამნეზიდან იწყება. გიორგი გიორგობიანის ცხოვრებას დოკუმენტებით მივყვებით, ატესტატიდან ვიგებთ სკოლის დამთავრებას, აქვეა  ავადმყოფობის ისტორია, სასამართლოს განაჩენი, ხელწერილი, ქორწინების/განქორწინების მოწმობა, წერილები და ათასი რამ. დედა მშობიარობას გადაჰყვა, მისი სიკვდილისწინა ფიქრებიც აქაა. გიორგობიანის უცნაური ფსიქოლოგიური პორტრეტი იხატება, ასე მგონია, ვერავინ გაუგო. ავად ვიყავი შენითო, განქორწინების მოწმობასთან ერთად დატოვებულ წერილში უწერს ყოფილ ცოლს, მერეც სულ რომ ღელავს მასზე. უდარდელი რომ ეგონათ ამას ეუბნება კიდეც მამა, რომელზეც თავისებურად ზრუნავს, დასასვენებლად წასული კარგად ვარო, წერს, ბევრი საჭმელი გვაქვსო, პარალელურად  ძმაკაც ნიკა მხეიძეს წერილს უგზავნის დროზე ჩამოდი შიმშილით ვკვდებითო. მხეიძე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პერსონაჟია, არ ჩანს არსად, საბუთებში ამოიკითხავ მხოლოდ მის სახელსა და გვარს, სულ ოთხჯერ არის ნახსენები, მაგრამ ხვდები, რომ ყველაზე ახლობელია.

ოთხ ივლისს დაიბადა და დაობლდა, ოთხი ივლისი ბოლო ტრაგიკული დღეა მის ცხოვრებაში. მივლინებით იქ რომ არ გაეგზავნათ, დედამისის საფლავზე ყვავილების მისატანად რომ არ წასულიყო, ბიჭებს მისი დაბადების დღის აღნიშვნა რომ არ მოენდომებიანა, ის ბავშვი რომ და კიდევ ათასი რომ . . .ცხოვრებაში “რომ”არ არსებობს და არც ის “საშინელების წინა წამი” ჩერდება.

ყველაზე ემოციური მამამისის ფიქრებია ოთხ ივლისს, მისთვის ორმაგად ტრაგიკულ დღეს, ერთხელ კაცურად ვერ დავილაპარაკეთო, ქალი არავინ დაგვრჩა დამტირებელიო.

ამ ისტორიაში რამდენიმე სიმბოლური ნივთია დედასა და შვილს შორის დამაკავშირებელი – ბიბლიოთეკის ძველი წიგნი და “შავციფერბლატიანი მრგვალი საათი, ცისფერი ქვებით, ახალგაზრდა კაცის მაჯაზე მერეც რომ წიკწიკებდა, როცა მის ქვეშ ძარღვი გაიყინა და ფეთქვა შეწყვიტა”. მთელი ნაწარმოების იდეა ერთ წინადადებაში ეტევა “ვირწევით სიცოცხლიდან სიკვდილისაკენ – ტკივილიდან ტკივილისაკენ”.

პესიმისტური და სევდიანი ისტორიაა, ამგვარ საკრალურ დამთხვევებს ეჭვის თვალით ვუყურებ, მაგრამ ჩემს ცხოვრებასმე რომ არ ვმართავ ამას  ხანდახან  ისე ცხადად ვგრძნობ, ბედისწერის ხომ არ დავიჯერო – მეთქი ვფიქრობ.

არ ვიცი უფრო ემოციური დასასრული რა უნდა ყოფილიყო, რაც ნაირა გელშვილმა მოიფიქრა – მეორე კლასელი გიორგი გიორგობიანის ნაწერი:


  [საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]