Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარები მალე ხმოვანებას შეიცვლიან


„1856 წლიდან პარიზის ღვთისმსობლის ტაძრის ოთხი ზარი ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ რეკს, მცირეოდენი გადაცდენის გარეშე. ისინი რეკდნენ პირველი მსოფლიო ომის დამთავრებისას, 1944 წელს პარიზის გათავისუფლებისას, ან სულ ახლახანს, 11 სექტემბრის მსხვერპლთა პატივსაცემად. მათ სახელებიც კი ქვიათ, ფრანგი წმინდანების სახელები: ანჟელიკ-ფრანსუაზა, ანტუანეტ-შარლოტა, იასინთ-ჟანი და დენიზ-დავიდი“.

გაზეთი New York Times-ი მთელ სტატიას უძღვნის ყოველდღიური პრესისათვის, მითუმეტეს ამერიკული პრესისათვის, იშვიათ თემას, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ზარებს. რა არის  ასეთი უეცარი გატაცების მიზეზი? ჩრდილოეთის კოშკის ოთხი დიდი ზარი და სამხრეთის კოშკის  დიდი ზარი, რომლებიც XIX საუკუნით თარიღდებიან, 2013 წლის დასაწყისში შეიცვლებიან.

ერთ დღესაც ზარები დადუმდებიან

ეს ისტორიული ოპერაცია ერთ-ერთი უდიდესი მოვლენა იქნება პარიზის ღვთისმსობლის ტაძრის 850-ე იუბილეზე. „ყველა ზარი ჩამოასხეს რევოლუციასთან დაკავშირებით - მათგან დღეს მხოლოდ დიდი ზარი ემანუელი შემორჩა - ჩვენ დიდი ენთუზიაზმით შევქმნით ახალ ანსამბლს 1686 წელს ნაკურთხი დიდი ზარის ადგილას“, ვკითხულობთ საიტზე Notre-Dame de Paris, სადაც ტაძრის ზარების XVIII საუკუნისეულ ხმოვანების მოსმენასაც გვთავაზობენ ისეთი სახით, როგორითაც იქნება ის აღდგენილი 2013 წელს.

გაზეთი New York Times-ი ზოგიერთი პარიზელის წუხილსაც ეხმაურება, ხალხი წუხს, რომ XIX საუკუნის ეს „რხევადი მოწმე“, რომელიც ვიქტორ ჰიუგომ უკვდავყო, გაქრება ერთ დღესაც. მაგრამ აქვე შეგვახსენებს, რომ თუკი ზარები ერთი შეხედვით დაუზიანებელი ჩანს, სინამდვილეში მათ საუკუნეები გამოიარეს და სულაც არ არიან სამარადისონი. არაერთი ზარის მკვლევარის აზრით სწორედ ასეთი რამ დაემერთათ ღვთისმშობლის ტაძრის ზოგიერთ ზარებსაც, ისინი მალე გაფუჭდებოდნენ და „საფრანგეთისათვის უფრო დიდ საშინელებად“ გადაიქცეოდნენ...............“ზარები ადამიანებივით არიან, ისინი ცოცხლობენ და ერთ დღესაც დადუმდებიან“....

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://bigbrowser.blog.lemonde.fr/2011/10/19/cloches-notre-dame-de-paris-va-bientot-changer-de-sonnerie/