ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში
ჯაფარიძე, ივანე.
მყინვარწვერიდან ევერესტამდე/ რედაქტორი გივი ქართველიშვილი. - თბილისი. - 2010. - გამომც. "ფორმა"
ISBN 978-9941-0-2303-3
წიგნში საარქივო მასალის გამოყენებით წარმოჩენილია ქართული სპორტული ალპინიზმის ისტორია 1923 წლიდან 1991 წლამდე, როცა გიორგი ნიკოლაძის ხელმძღვანელობით მყინვარწვერზე ასვლით დასაბამი მიეცა მთასვლელობას საქართველოსა და საბჭოთა კავშირში, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების წელს რომან გაუტაშვილმა ქართველთაგან პირველმა შედგა ფეხი დედამიწის უმაღლეს მწვერვალ ევერესტზე.
წიგნში გაშუქებულია ქართველ მთასვლელთა საეტაპო, მნიშვნელოვანი ასვლები.
გაცოცხლებულია ქართული მთასვლელობის ფუძემდებლებისა და იმ მამულიშვილთა სახეები, რომელთაც წარუშლელი კვალი დატოვეს როგორც მთასვლელობაში, ასევე ქართულ მეცნიერებაში, მწერლობასა თუ ხელოვნებაში.
მთასვლელთა მოგონებები ცოცხალ სურათებს გვიხატავს – ლაშქრობები, სახელოვან მთასვლელთა პიროვნული თვისებები, ... ამავე დროს წიგნში მრავლადაა ფოტომასალა.
საინტერესოა, რომ ივანე ჯაფარიძემ ხანგრძლივი ძიების შედეგად მოახერხდა ქართველ მთასვლელთა აუდიოჩანაწერების მცირე არქივის შექმნა. ამ ჩანაწერების ნაწილი დისკის სახით ერთვის წიგნს, რაც ზოგიერთ შემთხვევაში მათი ახლობლებისთვისაც კი სიურპრიზი იქნება.
ზოგიერთი ფოტოები წიგნიდან:
ქართული ალპინიზმის ფუძემდებელი გიორგი ნიკოლაძე
გეოფიზიკური ობსერვატორიის ეზოში, 1923
ადსილ ავალიანი
ალექსანდრა ჯაფარიძე
ალიოშა ჯაფარიძე, დავით დონდუა, სიმონ ჯაფარიძე
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments