Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

შეიქმნა გენეტიკურად მოდიფიცირებული ბრინჯი, რომელიც ადამიანის სისხლის პროტეინს გამოიმუშავებს

ყავისფერი ბრინჯი: ჩინელმა მკვლევარებმა შექმნეს გენ–მოდიფიცირებული ყავისფერი ბრინჯი, რომელიც ადამიანის სისხლში შემავალ პროტეინს გამოიმუშავებს.

თალგამისგან სისხლს ვერ გამოწურავთ, თუმცა ბრინჯისგან - სავსებით შესაძლებელია. მკვლევარებმა ჩინეთში განაცხადეს, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ყავისფერი ბრინჯის მარცვლებს შეუძლიათ გამოიმუშავონ ადამიანისთვის საჭირო ცილების (ალბუმინის) მარაგი.

ადამიანის შრატის ალბუმინი მნიშვნელოვანია მთელი რიგი დაავადებების, მათ შორის დამწვრობის, ღვიძლის ციროზის და ჰემორაგიული შოკის სამკურნალოდ. იგი მედიკამენტებისა და ვაქცინების ტესტების ძირითადი ინგრედიენტია. მაგრამ, მის პირველად წყაროს წარმოადგენს ადამიანის დონორული პლაზმა, შესაბამისად, მისი მარაგი მცირეა მთელს მსოფლიოში, არამარტო ჩინეთში, რომელზეც როგორც სტატიებში წერდნენ, ყალბი ცილებით ვაჭრობდა მას შემდეგ, რაც ოთხი წლის წინ მისი ფასი გაიზარდა. იმ იმედით, რომ შექმნიდნენ ხელოვნური ცილების მარაგს, წინა პერიოდში მკვლევარებმა სცადეს, ადამიანის სისხლში შემავალი პროტეინები გამოეყვანათ კარტოფილისგან, თამბაქოს ფურცლებისგან და გენმოდიფიცირებული თაგვის რძისგან. მაგრამ, იანგ ჰეს და დიჩანგ იანგის ხელმძღვანელობით, ჩინეთის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის განცხადებით, ბრინჯის მარცვლები უფრო ეფექტურია, რადგან მისი მოყვანა ადვილია, ხოლო მისი შენახვა ხანგრძლივი პერიოდით არის შესაძლებელი. როგორც მკვლევარები აცხადებენ, იგი კარგად ახდენს დნმ-ის  სხვა ორგანიზმებიდან აკუმულირებას.

ვრცლად (ინგლ.): POPSCI
წყარო: http://www.pnas.org/cgi/doi/10.1073/pnas.1109736108