Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კარლო კაჭარავა: გამოფენა, დაბრუნება სიყვარულით - შიშითა და ზიზღით სავსე ქვეყანაში

36a50f0f68d2

დაიბეჭდა "ახალ 7 დღეში"

6 ნოემბერს „არტისტრეიუმის“ ფარგლებში, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში კარლო კაჭარავას გამოფენა პირობითი სახელწოდებით „მეფეები და პოეტები“ გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ნამუშევრები, მუსიკის, ფილმებისა და ლიტერატურის თემაზე - მხატვრის 41 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. აგრეთვე პირველად გამოიფინა მხატვრის პირადი დღიურები, 5 ალბომი, რომელიც მან 80-90-იან წლებში მოხატა. საგამოფენო დარბაზში ნამუშევრებთან ერთად ეკრანზე საარქივო ვიდეომასალა არის წარმოდგენილი.

გამოფენის კონცეფციაა კარლო კაჭარავას ერთ-ერთი გამოუქვეყნებელი ლექსი „მეფეები და პოეტები“, რომელიც მან 1994 წელს თავადვე დაასათაურა. გამოფენის მხარდამჭერია გოეთეს ინსტიტუტი და თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი.

ლიკა კაჭარავა:

არ მინდა, სენტიმენტალური ვიყო.... კარლოს შეხედულება ხელოვნებაზე ასეთი იყო, რომ ყველაფერი ხალხსითვის კეთდება... მეც, როგორც შემიძლია, ვუწყობ ხელს, რომ ხშირად იყოს გამოფენები...

.....

ყველაზე მეტად თვითონ კარლო, როგორც პიროვნება მაკლია, მისი სიმართლე თუნდაც საკუთარ თავზე...

.......

მოგეხსენებათ, რომ მხოლოდ 30 წელი იცხოვრა. იმ ჩვეულ რეჟიმში, როგორც ის ცხოვრობდა, ალბათ, ძალიან ბევრი რამ დარჩა გასაკეთებელი. კარლოს ცხოვრება დაგეგმილი არასდროს ყოფილა, უბრალოდ, ძალიან უნდოდა ლექსების წიგნის გამოცემა. მართალია, გვიან, მაგრამ მე მისი ლექსების ორტომეული 2006 წელს გამოვეცი. ახლა იანვარში გამოვა კიდევ.

ძალიან დიდი შემოქმედება დატოვა: ათასამდე ფერწერული ნამუშევარია, სამი ათასამდე გრაფიკული, ათას ხუთასამდე ლექსი, 40 ნაშრომი, როგორც არტკრიტიკოსის... თვითონ კარლოს რომ ენახა, ალბათ, არ დაიჯერებდა, რადგან თვითონ არასდროს არ დაუთვლია ეს ყველაფერი...

......

კარლო ჩემი უფროსი ძმა იყო.  ჩვენ მამა ადრე გარდაგვეცვალა, ამიტომ ჩემთვის ის მამაც იყო და ძმაც. ძალიან იყო უმცროსი დის გაზრდაში ჩართული. საერთოდ, ოჯახური პასუხისმგებლობა საკმაოდ ადრე დააწვა თავს და ალბათ, ყველაფერმა ამან გამოიწვია, ის, რაც დაემართა...

.....

პირდაპირ, სუბიექტურად ვამბობ, ის, რაც მე მეძღვნება ყველა მისი ნამუშევარი მიყვარს... საკმაოდ ბევრია ასეთი...

საერთოდ, კარლოს შემოქმედებაში არის ასეთი თემა: მამა და ქალიშვილი, რომელიც მთლიანად მე მეძღვნება... ისე, რა თქმა უნდა, ჩემთვის ყველა ნამუშევარი საყვარელია, მაინც კარლოს დანატოვარია... შეიძლება სხვებს არ მოსწონთ, მაგრამ მე ვერ გამოვარჩევ...

.....

ყველაზე მეტად 90-იანი წლების უმძიმესი ყოფითი პირობები მტკივა. ყველას გვიჭირდა და თვითონ კარლო ძალიან განიცდიდა, როდესაც მხედრიონი დარბოდა... ეს ყველაფერი, ბოლო წლების გასაჭირი, კარლოს ბუნების სრულიად საწინააღმდეგო იყო...

კარლო კაჭარავას ჩანაწერებიდან:

„მე ვგრძნობ, რომ მე კი არ ვცხოვრობ ჩემი საქმეებით, მოძრაობებით და ლაპარაკით, არამედ ეს  ყველაფერი მაცხოვრებს, თავისთავის ნაწილად მხდის, ეს ყველაფერი ჩემგან დამოუკიდებლად არსებობს და მომდინარეობს, თუმცა ეს ყევლაფერი ისევ ჩემშია…“

.....

„მე განუწყვეტლივ ვწერ ქარხნებზე, რკინიგზებზე, მაღაროებზე და ყოველთვის იქვე მეგულება ამ ქარხნებსა და მაღაროებში მომუშავე მოჩვენებები და ანგელოზები. უდანაშაულო მსხვერპლნი და საშინელი ბოროტმოქმედნი. ვფიქრობ, ჩემი პოეზია ძალიან ჰგავს ჩემს ნახატებს…“

.....

„ღმერთო! უკვე 90-იანი წლებია... ჩვენთვის მშიერი, საძაგელი, მარცხით სავსე…“ 

.....

 „დღეს 19 ოქტომბერია, ჩვეულებრივი, სულელური დღე. ე.წ. ახალ გალერეასთან მხატვრები იდგნენ ჰონორარის მიღების იმედით. ყველა ერთმანეთზე უარესად გამოთაყვანებული. მეტროში ერთი და იგივე ჯოჯოხეთია, გულისრევის გრძნობაა და შიში, ზიზღი და სხვა არაფერი. ქუჩაში სისაძაგლის მეტი არაფერია, სრული ქაოსია…“

......

 „აქ, ამ დამპალ ქვეყანაში, ერთმნიშვნელოვნად უინტერესოა ნებისმიერი აზრი, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს იგი, რაზეა საუბარი, თუკი ოცდაცხრა წელი ტყუილად მიცხოვრია, რადგან დღეს ცხოვრების ელემენტარული პირობები არ გამაჩნია ამ დაწყევლილ ქვეყანაში, რომლსაც, სამწუხაროდ, ჩემი სამშობლო ჰქვია.“ 

მასზე წერდნენ:

დავით ჩიხლაძე: „კარლო კაჭარავას ლექსები მისი ფაბულარული სურათების მოკლე შინაარსს ჰგავს, ან კინოსურათების სინოპსისს. ცხადია, ვერ ვიტყვით, რომ ეს ლექსები ვერლიბრს მიეკუთვნება, ან ლექსებს პროზაში, მაქს ჟაკობის ტიპის. აქ უფრო დიდი წილია მოთხრობისეული სიუჟეტისა, არაკანონიკური ჰაიკუს ფორმით გადმოცემული. სრულიად არაპოეტური თხრობა, სადაც მეტაფორაც და ენაც მოთხრობის სტანდარტებისგან შედგება, გარდა რიტმისა (ისევე, როგორც ერნესტ ჰემინგუეის ჰქონდა ჟურნალისტური ფრაზის ლაკონურობა, მაგრამ არა რიტმი), რაც გადამწყვეტი დეტალია მისი ტექსტების პოეზიად მოაზრებისთვის. მაქს ჟაკობის და, შესაბამისად, მოდერნიზმის უნებლიე ასოციაცია მხოლოდ ადასტურებს, რომ კარლო კაჭარავა პოსტმოდერნიზმის ესთეტიკის თანმიმდევრული და სტილზე მომუშავე პოეტია, და არა სალონური მოდერნიზმის, რაც ხშირად შეიძლება შეგვხვდეს ქართული ვერლიბრის წიაღში.“

დომინიკ ირტენკაუფი: „როდესავ აკვირდები კარლო კაჭარავას სურათებს, ხვდები, რომ თითოეულ მათგანს თავისი ისტორია ახლავს, რაც მათი შინაგანი კავშირების გამოხატულებაა. კაჭარავას სურათების ენაც ისეა კონცენტრირებული, რომ ერთ ხაზზე იჭიმებიან, ფიგურები ჩნდებიან და იკარგებიან. პოეტი და მხატვარი ცდილობს, ყოველდღიური ცხოვრების სცენები შეძლებისდაგვარად დეტალურად წარმოადგინოს, მაგრამ მხოლოდ გამოკვეთილს. ეს შეიძლება იყოს თოჯინა, წყლის სადინარი მილი ან სავახშმო სუფრა. ლექსების საშუალებით კი ახერხებს შექმნას საბჭოეთის დასასრულის ამსახველი პანორამა. საინტერესო მიძღვნებს უკეთებს უცხოელ ნაცნობებს. მოჩანს საბჭოეთის რესპუბლიკის მცირე ხნით დატოვების სურვილიც და ინტერესიც იმისა, გაიგოს რა ხდება გარეთ. სწორედ ამ სურვილით გამგზავრებისა, გაჟღენთილია კარლო კაჭარავას კულტურულ-ისტორიული ნაშრომები. იგი არ იმეორებს ზოგი ახალგაზრდა ხელოვანის შეცდომას, მიატოვოს საკუთარი ფესვები.“

გამოფენა 15 ნოემბრამდე გაგრძელდება.