Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მარსის სამეცნიერო ლაბორატორია მარსზე გასაფრენად ემზადება

მარსზე ფენიქსის მისიამ განაახლა იმედები იმის შესახებ, რომ წითელ პლანეტაზე შესაძლებელია სასიცოცხლო პირობები იყოს, რამაც ამ თვეში ახალი ხომალდის გაშვებას მისცა ბიძგი.

„მარსის ფენიქსის“ დაშვების ადგილის სურათის ნაწილობრივი პანორამა ასახავს ორი სოლარული რგოლიდან ერთ-ერთს, ხოლო მის უკან გაყინვის ტემპერატურის ქვემოთ მყოფი ნიადაგის არეს. (იხილეთ პანორამული სურათი)

ამ თვეში NASA გეგმავს უახლესი და ურთულესი მისიის წამოწყებას – მარსის სამეცნიერო ლაბორატორიის წითელ პლანეტაზე გაშვებას. ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე მოძრავი აპარატი შემოივლის თიხისა და სულფატის უმდიდრეს საბადოს, რომელიც წყლით მდიდარი იმ ეპოქის გადმონაშთებს წარმოადგენს, რომლის დროსაც მდინარეების დინებებმა ველების ფორმირება განაპირობა.

მომცრო მანქანის ზომის რობოტი - როვერი (სახელწოდებით - „ცნობისმოყვარეობა“ – Curiosity) მარსის ერთ წელს მოანდომებს გეილის კრატერზე (Gale Crater) არსებული მთავარი მწვერვალის ძირის კვლევას, რომელიც მიჩნეულია მის უძველეს ნაწილად. თუ NASA დაამტკიცებს მისიის გაგრძელების გეგმას, როვერი სახელწოდებით - „ცნობისმოყვარეობა“ დაიწყებს ასვლას ხუთკილომეტრიანი ნანგრევების გროვაზე, რომლითაც დაფარულია კრატერის ცენტრალური ნაწილი. იგი, ასევე, თანმიმდევრულად გამოიკვლევს წყლის მინერალების შრეებს. რობოტს შეუძლია, ხელის მეშვეობით მოიპოვოს ნიმუშები, გადაიტანოს ბორტზე არსებულ ქიმიურ ლაბორატორიაში, სადაც შემოწმდება მათი მინერალების სტრუქტურა და ელემენტების შემადგენლობა. ლაბორატორიაში შესაძლებელია ორგანული ნივთიერებების კვლევაც, რომლის შედეგად დადგინდება - შესაძლებელია, თუ არა, რომ მარსზე ოდესმე სიცოცხლე ყოფილიყო.

ვრცლად (ინგლ.): SCIENTIFIC AMERICAN