Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გენიალური მათემატიკოსის, ევარისტ გალუას ორასი წლისთავი

ressource_vignette_home_fr_hp_une_evariste_galois
დიდ მათემატიკოსს, ევარისტ გალუას (Evariste Galois) წელს ორასი წლის იუბილეს აღუნიშნავენ. დიდმა სამეცნიერო აღმოჩენებმა და ტრაგიკულმა ცხოვრებამ მისგან დაუვიწყარი პიროვნება შექმნა. ეს ნაადრევად მომწიფებული გენიოსი 21 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ტრაგიკულ დასასრულემდე მან შეძლო მათემატიკური სამყაროსათვის თავისი ნამუშევრები გაეცნო. სწორედ მისი დამსახურებაა განტოლებების თეორიის აღმოჩენა.
ევარისტ გალუა დაიბადა 1811 წლის 25 ოქტომბერს, მან ძალიან ადრეულ ასაკში გამოავლინა მათემატიკისადმი ლტოლვა. ის კითხულობს ლეჟანდრის, ლაგრანჟის, ელერისა და გაუსის (Legendre, Lagrange, Euler, Gauss) ნაწერებს. ეს მას საშუალებას აძლევს, რომ 16 წლის ასაკში პირველ ადგილზე გავიდეს მათემატიკოსთა კონკურსში. შემდეგ ის პოლიტექნიკურ სკოლაში შესვლას ცდილობს, მაგრამ უარს ეუბნებიან.
1829 წელს ის თავის ნამუშევრებს უგზავნის მეცნიერებათა აკადემიას, მაგრამ ისინი ოგუსტენ ლუი კოშის ეკარგება. იმავე წელს მამამისი თავს იკლავს და უკვე მეორედ  უწევს პოლიტექნიკურ სკოლაში შესასვლელი კონკურსის გაცდენა. ... ევარისტი კვლავ აგზავნის მეცნიერებათა აკადემიაში თავის კვლევებს მათემატიკის დიდი პრიზის მოსაპოვებლად. ფურიეს შინ მიაქვს ევარისტის ნაწერები, მაგრამ მალე კვდება. მისი ნამუშევრები ისევ იკარგება. ამის შემდეგ ის სამეცნიერო ჟურნალში აქვეყნებს თავის სტატიებს...
...
გარდა იმისა, რომ ევარისტ გალუა მთლიანად მათემატიკაში იყო ჩაფლული, ის პოლიტიკურ მოღვაწეობასაც ეწეოდა რესპუბლიკელთა მხარდასაჭერად შარლ X-ის საწინააღმდეგო გამოსვლებზე, ამის გამო 1831 წელს მან სკოლაც კი მიატოვა.

ის აგრძელებს პოლიტიკურ აქტიურობას და ატარებს მანიფესტაციას, რაც დაპატიმრებად უჯდება. ქოლერის ეპიდემიის გამო ევარისტ გალუა გადაყავთ ჯანმრთელობის სახლში, სადაც უყვარდება გოგონა, რომელიც დუელში ჩაითრევს მას. დუელის წინა დღეს ის გრძელ წერილს სწერს თავის მეგობარ ოგიუსტ შევალიეს, სადაც თავის ნამუშევრებს უზიარებს. მეორე დღეს კი, 1832 წლის 31 მაისს  მას კლავენ...

ევარასტ გალუას ორასი წლის იუბილეს აღსანიშნავად საფრანგეთში მრავალი ღონისძიებაა დაგეგმილი...

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.science.gouv.fr/