Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

იხილეთ ბიომრავალფეროვნება ონ–ლაინში

დაპრესილი მცენარეები მოძრავ თაროებზე. მისურის ბოტანიკური ბაღის ჰერბარიუმი მოიცავს დაპრესილი მცენარეების დაახლოებით 6.3 მილიონ ნიმუშს, რომლებიც ინახება  სპეციალურ ფოლდერებში და ოჯახების მიხედვით კატეგორიებად არის დაყოფილი. ეს იმდენად დიდი კოლექციაა, რომ ორ შენობაშია განაწილებული.

მილიონობით დაპრესილი მცენარის მნიშვნელოვან ციფრულ არქივად გარდაიქმნა.

1846 წლის 6 ოქტომბერს, ფრიდრიხ ადოლფ ვისლიზენუსი მექსიკის მიყრუებული სოფლის, კუსიჰუირიაჩის მახლობლად, კლდოვან გორაკებზე ხეტიალობდა მცენარეების შესაგროვებლად. მის მიერ დასვლეთის მხარის ძიება მექსიკა–ამერიკის ომის დაწყების გამო შეწყდა, თავად კი ტყვედ აიყვანეს. თუმცა, სენტ-ლუისის ექიმმა და ბოტანიკოსმა გადაწყვიტა ტყვეობაშიც გაეგრძელებინა კვლევა. მან მოწყვიტა მალინისფერი ველური ყვავილი, რომელსაც შემდგომში Heuchera sanguine შეარქვა და კვლავ სოფლისკენ გაეშურა.

ბოტანიკოსმა აწოწილი მცენარეები მცენარეები ქაღალდის ორივე მხარეზე ისე განალაგა, რომ გამოშრობის შემდგომ ფურცელზე ცოცხალი მცენარეებივით აღმართულნი და მომავალი ბოტანიკოსებისთვის ადვილად დასანახი იქნებოდნენ. მან ისინი  გაზეთის ფურცლებს შორის მოათავსა. მას შემდეგ, რაც  იგი ტყვეობიდან 1847წ. გაზაფხულზე გაათავისუფლეს,  ბოტანიკოსმა გამომშრალი მცენარეები თან წაიღო სენტ ლუისში, სადაც ისინი მეგობრებსა და კოლეგას, ჯორჯ ენგელმანს წარუდგინა. აი, სწორედ აქ ინახება კარგად გამომშრალი, მოწითალო ფერის მცენარის ნიმუში, რომელიც არა მხოლოდ ბოტანიკური ისტორიის, არამედ მონაცემთა მნიშვნელოვანი ნაწილიცაა - თითქმის 6.3 მილიონიდან ერთ–ერთი ნიმუში, რომელიც ინახება მისურის ბოტანიკურ ბაღში.

იხილეთ ფოტოგალერეა:

ვრცლად: POPSCI