Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

პლუტონის ჩაძინებული ტყუპისცალის, ერისის გამოცხადება

1319823800-33

2010 წლის 6 ნოემბერს 40, 50 და 60 სანტიმეტრი დიამეტრის სამმა ტელესკოპმა დააფიქსირა ვეშაპის თანავარსკვლავედის ვარსკვლავის გაუჩინარება რამდენიმე ათეული წამის განმავლობაში. ეს გაქრობა იმ დროს შეესაბამება, როდესაც ჯუჯა პლანეტა ერისმა ვარსკვლავის წინ ჩაიარა და დაფარა ის. ასტროფიზიკოსებმა აქედან გარკვეული გამოუქვეყვებელი ინფორმაცია მიიღეს ერისის შესახებ, რომელიც დღესდღეობით მზის სისტემაში ყველაზე შორეული პლანეტაა, რომლის გარჩევაც ხერხდება. ის მზიდან 15 მილიარდი კილომეტრის დაშორებით მოძრაობს, ანუ პლუტონზე სამჯერ შორსაა. გაირკვა მისი დიამეტრი, ფართობი და ატმოსფერო.

დაკვირვება, რომელიც სამოცზე მეტი მოყვარული და პროფესიონალი ასტრონომის მიერ ჩატარდა

ტელესკოპები დაყენდა ჩილეში, ატამაკას სან პედროსა და სილას ევროპულ კოსმოსურ ობსერვატორია ESO-ში. ირმის ნახტომის თანავასრსკვლავედიდან ვარსკვლავის გაუჩინარებაზე დაკვირვება პირველ პლანზე არსებული ობიექტიდან  სამოცი მოყვარულისა და პროფესიონალის ინტენსიური თანამშრომლობის ნაყოფია. მიღებული მონაცემებით უფრო მეტი რამ გაირკვა ამ  ვარსკვლავზე, რომლის აღმოჩენამაც 2005 წელს მზის სისტემის პლანეტების რიცხვი 9-დან 8-მდე დასწია, გამორიცხა რა პლუტონი ამ სიიდან.

ერისი უფრო პატარაა, ვიდრე ვარაუდობდნენ, თითქმის პლუტონის ზომის. მისი დიამეტრი 2326 კილომეტრია, პლუტონისა კი 2300-დან 24000 კმ-მდე. მისი ზედაპირი კი, სხვათაშორის, აზოტის ყინულის თხელი და მბზინავი ფენითაა დაფარული.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.science.gouv.fr/fr/actualites/bdd/res/4284/la-revelation-d-eris-une-jumelle-endormie-de-pluton/