Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

უცხოპლანეტელები: ვეძებოთ სინათლის გამოსხივება, რომ აღმოვაჩინოთ მათი არსებობა?

undefined

მხატვრის აზრით ასე შეიძლება გამოიყურებოდეს ქალაქების ნათება ღამით სხვა პლანეტაზე. ავტორი: David A. Aguilar (CfA)

სამეცნიერო საიტ arXiv -ზე გამოქვეყნდა ამერიკელი ასტროფიზიკოსების კვლევები, რომელშიც ისინი „ახლობელი“ ეგზოპლანეტების გამოსხივების ცვლილებების აღმოჩენას გვთავაზობენ იმისათვის, რომ ამით შესაძლო არამიწიერი დასახლებების გამოვლენა სცადონ.

ორმოცდაათ წელზე მეტია, რაც Seti (Search for extraterrestrial intelligence)-ის პროგრამის რადიოტელესკოპები კოსმოსში "იქექებიან" იმ რადიოელექტრონული ტალღების ძიებაში, რომელსაც შეიძლება არამიწიერი ცივილიზაციები გამოსცემდნენ. მაგრამ დედამიწაზე ისეთი ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა, მაგალითად, ოპტიკური ბოჭკოები, რადიოტალღების გადაცემას უფრო და უფრო ასუსტებს: ამგვარადვე შესაძლებელია, რომ სხვა ცივილიზაციაც ძალიან მცირე რაოდენობით ასხივებს რადიოტალღებს.


აქედან გამომდინარე მეცნიერებმა განიხილეს კიდევ ერთი ფენომენი: ამ რადიო გამოსხივების საპირისპირო, „სინათლით დაბისძურება“, რასაც ჩვენი პლანეტა ასხივებს ხილვადი სინათლის ტალღების სახით და რომლის აღმოჩენაც შორიდანაცაა შესაძლებელი. დაადგინეს რა, რომ ტოკიოს სიდიდის ქალაქის სინათლის აღმოჩენა შესაძლებელია ნეპტუნის ორბიტის გარეთაც კი, ჰარვარდის ასტროფიზიკის ცენტრის თანამშრომელმა ავი ლოებმა და პრინქტონის უნივერსიტეტის თანამშრომელმა (აშშ) ედვინ ტურნერმა, პროგრამა Seti-ის პროგრამა Oseti-ით (pour Optical search for extraterrestrial intelligence) ჩანაცვლება შემოგვთავაზეს (ანუ რადიოტალღების დიაპაზონის ნაცვლად, ხილული სინათლის დიაპაზონში ძიება).

მათი აზრით, შესაძლებელია თავისი ვარსკვლავის მიერ განათებული ეგზოპლანეტის სინათლის ანარეკლისა და მისი შინაგანი განათების (სიბნელეში) გაზომვა და შედარება. შედეგად, თეორიულად შესაძლებელი გახდება სინათლის შესაძლო სიჭარბის განსაზღვრა: ანუ გამოვლინდება ღამის ხელოვნური განათების არსებობა.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.maxisciences.com/oseti/extraterrestres-scruter-les-emissions-lumineuses-pour-reperer-leur-presence_art18461.html

წყარო: Detection Technique for Artificially-Illuminated Objects in the Outer Solar System and Beyond
 Abraham Loeb (Harvard), Edwin L. Turner (Princeton)
 (Submitted on 27 Oct 2011)

http://arxiv.org/abs/1110.6181