Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გამოფენა „შინისაკენ და უკან“

d67803ed33a7

საქართველოს ეროვნული მუზეუმში, თბილისის ისტორიის მუზეუმში, „ქარვასლის“ საგამოფენო დარბაზში, გამოფენა სახელწოდებით „შინისაკენ და უკან“ გაიხსნა. პროექტის ავტორი ავსტრიაში მცხოვრები ქართველი შემოქმედი გოგი ოქროპირიძეა, რომელიც ამ თემაზე, სხვადსხვა ქვეყნებში, მხატვრებთან და მუსიკოსებთან ერთად 2000 წლიდან მუშაობს. პროექტი განხორციელდა ვენაში, ჰამბურგში, ლიჰტენშტაინში. საქართველოში გოგი ოქროპირიძემ პროექტი ქართველ ხელოვანებთან, გურამ წიბახაშვილთან და ვახო ბუღაძესთან ერთად წარმოადგინა. გოგი ოქროპირიძე ქართველი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი პიროვნებაა. იგი 20 წელია ავსტრიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. როგორც თავად ამბობს „დამპატიჟეს და შევრჩი“. გამომდინარე იქიდან, რომ მშობლეები მოქანდაკეები იყვნენ და ხელოვანთა გარემოცვაში გაიზარდა, არც ახსოვს როდის დაიწყო პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები. მუშაობს ლითონზე, თუმცა თავიდან სამკაულებს აკეთებდა და ამით ცხოვრობდა ჯერ თბილისში, შემდეგ ავსტიაში. საქართველოში პერიოდულად ჩამოდიოდა, ბოლო დროს ხშირად. გამოფენაზე გოგი ოქროპირიძის ორი ინსტალაცია იყო წარმოდგენილი.  „ბევრი პროექტები მაქვს განხორციელებული, როგორც საქართველოში, ისე ავსტრიაში. კავშირები მაქვს, მაგრამ რაც უფრო დრო გადის საქართველოდან შორს ყოფნა უფრო მტკივნეული ხდება. ამიტომ, დღეს წარმოდგენილ ჩემ შემოქმედებაში, ჩემი პიროვნული განცდებია წარმოჩენილი, ის, რაც ჩემს პირად ცხოვრებას უკავშირდება“. - აღნიშნავს გოგი ოქროპირიძე. დაბრუნებას ფიქრობს, თუმცა ეს მხოლოდ მასზე არ არის დამოკიდებული.  ვახო ბუღაძე განათლებით მოქანდაკეა, თუმცა მუშაობს ფერწერაშიც. იგი „არასალონურ“ მხატვართა წრეს მიეკუთვნება და დამთვალიერებლისთვის უცხო არ არის. მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ მისი შემოქმედება პროფესიონალებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე მოყვარულთათვის. გამოფენაზე მხატვრის ხუთი ფერწერული ტილო, სახელწოდებით „ღრუბლებია“ წარმოდგენილი. როგორც თავად აღნიშნავს: „გოგისთან ერთად არაერთი გამოფენა მქონდა, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ემიგრაციის თემის მნიშვნელობას პირადად მე არ განვიცდი. ჩემს შემოქმედაბში იგი მამოძრავებელი ძალა არ არის. ჩემთვის მნიშვნელოვანია ფერწერული ამოცანების ამოხსნა, ვიზუალური ხედვის ნიმუშების შექმნა. გამოფენაზე წარმოდგენილ ნამუშევრებში უბრალოდ ღრუბლებია, რომლებიც მრავალ კონტექტსში შეიძლება განიხილო. გოგიმ იცოდა მათი არსებობის შესახებ და მთხოვა ამ გამოფენაში მონაწილეობის მიღება“. გურამ წიბახაშვილი კი ამჟამად საფრანგეთშია, თუმცა გამოფენაზე მისი ოთხი ფოტოა წარმოდგენილი. გამოფენის გახსნაზე, საკუთარი კომპოზიციები, მუსიკოსმა რეზო კიკნაძემ შეასრულა.