Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი რევოლუციური მასალა – შესაძლებელია მისი მინის მსგავსად დამუშავება

სურათზე თანმიმდევრულად ნაჩვენებია, როგორ ხდება რთული სტრუქტურის მქონე ნივთის ფორმირება, მისი შესაბამისად გაცხელებისა და დეფორმაციის შედეგად

ნავების, გემების, თვითმფრინავებისა და ელექტრონული სისტემების საერთო მახასიათებელს წარმოადგენს ის, რომ ყველა მათგანის წარმოებისას იყენებენ სხვადასხვა სახის ფისს, რაც უზრუნველყოფს მათ სიმსუბუქეს, სიძლიერესა და გამძლეობას. თუმცა, ერთხელ უკვე ჩამოსხმული ფისის ნივთისათვის ხელმეორედ ფორმის მიცემა აღარ არის შესაძლებელი. დღემდე, მხოლოდ გარკვეული არაორგანული შემადგენლობა, მათ შორის – მინა, ქმნიდა ამის შესაძლებლობას. ამგვარი თვისებების გაერთიანება ერთ ნივთიერებაში შეუძლებლად მიაჩნდათ მანამ, სანამ CNRS-ის (საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო ცენტრი) მკვლევარმა, ლუდვიკ ლეიბლერმა, "Matière Molle et Chimie"-ის ლაბორატორიიდან (CNRS/ESPCI ParisTech), არ შეიმუშავა ახალი სახეობის ნაერთი, რომელიც ამგვარ შესაძლებლობას შექმნიდა. ამ ახალი ტრანსფორმირებადი, გადამუშავებადი მასალის ფორმირება შესაძლებელია სურვილისამებრ, ასევე შექცევადი მიმართულებითაც – მაღალ ტემპერატურაზე.

საკმაოდ გასაოცარი ფაქტია ისიც, რომ იგი აგრეთვე შეიცავს გარკვეულ თვისებებს, რომლებიც ორგანული ფისისა და რეზინისთვის არის დამახასიათებელი: იგი მსუბუქი, უხსნადი და ძნელად დაშლადია. ამ იაფი და საწარმოებლად მარტივი მასალის გამოყენება შესაძლებელია უამრავი სამრეწველო დანიშნულებით, კერძოდ – ავტომობილების, აერონავტიკის, მშენებლობის, ელექტრონიკისა და სხვა სექტორებში წარმოებისათვის.

ვრცლად (ინგლ.): ScienceDaily - Science News