Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

იაპონიაში რძის ფხვნილში რადიოაქტიური ცეზიუმი აღმოაჩინეს

1493288_3_e261_un-enfant-subit-des-tests-de-radiation-a
ცეზიუმ 134-ისა და 137-ის 31 ბეკერელი – ეს არის იაპონიაში ზოგიერთ საბავშვო რძის ფხვნილში აღმოჩენილი რადიოაქტივობის მაჩვენებელი. მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტის აღნიშნული მაჩვენებელი ლეგალური ლიმიტის ქვედა ზღვარზეა, იაპონიის კვებითი პროდუქტების საწარმო Meiji-მ, მაინც გადაწყვიტა, კლიენტებს შესთავაზოს შესაბამისი ასორტიმენტის უფასო გაცვლა.
ეს აღმოჩენა, სავარაუდოდ, იმ რადიოაქტიური მასალების გაჟონვასთანაა დაკავშირებული, რაც ფუკუსიმას ატომური სადგურის ავარიამ გამოიწვია. დაბინძურება ფხვნილის დამზადებისას გამოყენებული რძისაგან არ მოხდებოდა, ეს, უფრო მეტად, მარტის თვეში ატომური კატასტროფიდან რამდენიმე დღეში იაპონიის აღმოსავლეთით ქარხანაში განხორციელებული პროცედურების შედეგია.

სპეციალისტების მიერ დროებით დადგენილი ზედა ზღვარი 200 ბეკერელია კილოგრამზე, „აღმოჩენილი დონე არ არის იმდენად საგანგაშო, რომ გავლენა იქონიოს ჯანმრთელობაზე“, განაცხადა ავტორიტეტულმა ჯგუფმა, მაგრამ, მშობლების დასაწყნარებლად, მაინც ურჩევს მათ, რომ არ მოახმარონ საეჭვო რძე ბავშვებს. „ვითვალისწინებთ რა, რომ რძე ბავშვების ძირითადი საკვებია, ჩვენ იმ კლიენტებს, რომლებმაც უკვე შეიძინეს ეს პროდუქტი, ვთავაზობთ მის შეცვლას“, განმარტა Meiji-მ.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/planete/article/2011/12/06/du-cesium-radioactif-decouvert-dans-du-lait-en-poudre-au-japon_1613767_3244.html