Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

„ვაჟას იუბილესადმი მიძღვნილი კვირეულის“ კონკურსში გამარჯვებული სკოლები დააჯილდოვეს

skolebis%20dajildoveba_13.12

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ  „ვაჟა-ფშაველას 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის“ კონკურსში გამარჯვებულ სკოლებს დიპლომები და ფულადი პრიზები გადასცა. I –ადგილზე გავიდა და 4 000 ლარი გადაეცა რუსთავის №17 საჯარო სკოლას, 3 000 ლარით დაჯილდოვდა  II – ადგილზე გასული ფოთის №15 საჯარო სკოლა, III ადგილი ორმა სკოლამ ქვედა ცაგერისა და ჩხოროწყუს სოფელ ხაბუმეს №3 საჯარო სკოლამ გაიყვეს, მათ 1000-1000 ლარი გადაეცათ.

ვაჟა-ფშაველას 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2011 წლის 24-28 ოქტომბერს ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სკოლებმა სხვადასხვა აქტივობები დაგეგმეს და განახორციელეს. ღონისძიებებში I-XII კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი. კვირეულის დასრულების შემდეგ თითოეული სკოლის მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი დეტალური ანგარიშის საფუძველზე, სამინისტროში შექმნილმა კომისიამ საუკეთესოები გამოავლინა.

ვაჟას იუბილესადმი მიძღვნილი კვირეული განსაკუთრებით „ნიჭიერი ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

წყარო: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=3181