Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ცუნამის შედეგად განადგურებული ტერიტორია – იაპონია აპირებს, შექმნას რობოტებისგან დაკომპლექტებული ექსპერიმენტული მეურნეობა

იაპონელები მართლაც მისაბაძნი არიან; ტოჰოკუში მარტში მომხდარი მიწისძვრა და მისგან გამოწვეული ცუნამი პირველი ბუნებრივი (ან არაბუნებრივი) კატასტროფა არ გახლდათ, რაც კუნძულის მოსახლეობას თავს დაატყდა. თუმცა, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანამ უბრალოდ აღდგენითი სამუშაოები აწარმოოს, იაპონელები ფიქრობენ, როგორ შეცვალონ და გააუმჯობესონ ყველაფერი, რაც მანამდე არსებობდა. ბოლო მაგალითისთვის: იაპონიის სოფლის მეურნეობის მინისტრი გეგმავს, ცუნამისგან წალეკილ სასოფლო-სამეურნეო რაიონებში ააშენოს მთლიანად რობოტიზირებული ექსპერიმენტული მეურნეობა.

მას შემდეგ, რაც მარილისგან გაათავისუფლებენ 600 აკრის მიწის ნაკვეთს, სოფლის მეურნეობის მინისტრის გეგმის მიხედვით, რობოტი-ტრაქტორები იმუშავებენ დიოდების სინათლის წყაროთი განათებულ მინდვრებზე, რათა მწერები ხეობაში დარჩნენ. რობოტი-ტრაქტორები დაამუშავებენ მიწას, დათესავენ ბრინჯს, სოიოს მარცვალს, ხორბალს და სხვა მრავალ ხილსა, თუ ბოსტნეულს, რომლის მოსავალსაც ისევ რობოტები მოკრეფენ.

ვრცლად: POPSCI