Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში საერთაშორისო კონფერენცია ”შუა საუკუნეები 21-ე საუკუნის პერსპექტივიდან: კვლევა, რესტავრაცია, საგამოფენო სტრატეგია” გაიხსნა. კონფერენცია საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და მეტროპოლიტენ მუზეუმის (აშშ) ერთობლივი პროექტის - ”ტრადიცია და ტრაფნსფორმაცია. ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების გალერეების რეინსტალაცია” - ფარგლებში ჩატარდა. ეს არის პროექტი, რომელიც UNESCO-ს პროგრამის მხარდაჭერის ფარგლებში ხორციელდება. კონფერენციაში ქართველი, ამერიკელი, ინგლისელი და შვეიცარიელი ექსპერტები მონაწიელობენ.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმს შორის თანამშრომლობა 2010 წელს დაიწყო და მისი მიზანია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების კოლექციების რეინსტალაცია. საერთაშორისო კონფერენციის ”შუა საუკუნეები 21-ე საუკუნის პერსპექტივიდან: კვლევა, რესტავრაცია, საგამოფენო სტრატეგია” მუზეუმში დაცული შუა საუკუნეების კოლექციები, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პერიოდს წარმოაგდენს. პროექტის ორგანიზატორების მიზანია, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი შუა საუკუნეების კოლექციები სრულიად განსხვავებული ერთიანი მხატვრული კონცეფციის ფარგლებში გაერთიანდეს, რაც შესაძლებლობას გახდის, უფრო მკაფიოდ წარმოჩინდეს ქართული ქრისტიანული ხელოვნების გამორჩეული თვითმყოფადობა და მისი მნიშვნელობა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში.

2012 წელს კი დაგეგმილია მნახველთა ფარტო აუდიტორიისთვის საქართველოს ეროვნული მუზეუმის მდიდარი კოლექციების ახალ საგამოფენო დარბაზებში წარდგენა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი