Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ქართული ხალხური ზღაპრები ინგლისურ ენაზე

ქართული ხალხური ზღაპრები ”კომბლე”, ”ნაცარქექია”, ”ასფურცელა” უკვე ინგლისურ ენაზე გამოვიდა. სწორედ მათი თარგმნით დასრულდა ამერიკული საგანმანათლებლო ცენტრის ”ლანგეითის” და ”ამერიკის მეგობართა კლუბის მიერ” გამოცხადებული კონკურსის ”თარგმნე ქართული ზღაპრები ინგლისურად” პირველი ეტაპი, რომელშიც მონაწილეობა 142-მა კონკურსანტმა მიიღო. მათგან კი ჟიურიმ საუკეთესო თარგმანების ავტორები გამოავლინა: თამთა ჩეკურიშვილი, სალომე წერეთელი და ზაზა კოშკაძე. ამჯერად კი კონკურსის მეორე ეტაპი გამოცხადდა და იგეგმება ქართული ხალხური ზღაპრების ”წიქარას”, ”მუჭანახევრას” და ”ხუთკუნჭულას” თარგმნა. საერთოს, პროექტი ”თარგმნე ქართული ზღაპრები ინგლისურად” სამ თვიანია.

წიგნები საჩუქრად, დიასპორების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის და ”ამერიკის მეგობართა კლუბის” დახმარებით, ამერიკაში მცხოვრებ ქართული დიასპორების წარმომადგენლებს გაეგზავნებათ. გარდა ამისა, ”გამოყენებითი ხელოვნების სკოლის” მოსწავლეები ყოველთვიურად თითო თარგმნილი ზღაპრის მიხედვით ინგლისურენოვან სპექტაკლს დადგამენ, რომელსაც გადაიღებენ და დისკის სახით გამოცემულ წიგნებს დაურთავენ. სულ სამი ზღაპრის დადგმა არის დაგეგმილი. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ბავშვებისთვის სპეციალურ საჩუქარს ”საავტორო სტუდიაც” მოამზადებს. ის მათ CD დისკებს გაუგზავნის, სადაც ინგლისურად გადათარგმნილი ზღაპრების აუდიო-ვერსია იქნება წარმოდგენილი.

”კონკურსის შედეგად გამოცემული წიგნების ორენოვანი, ქართულ-ინგლისური იქნება, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, მშობლიური ზღაპრების თარგმანი ენის შესასწავლად დამატებით მასალად გამოიყენონ. ვფიქრობთ, პროექტი ხელს შეუწყობს ქართული ხალხური ზღაპრების პოპულარიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ.” - ამბობს ”ლანგეითის” დირექტორი მარინა ჩანგიანი.

პროექტის მხარდამჭერები არიან ლიტერატურული პორტალი ”ლიბ.გე” და პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.