Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

სამყაროს უხილავი ბნელი მატერიის უდიდესი რუკა გამოქვეყნდა

კანადა–საფრანგეთი–ჰავაის ტელესკოპის მიერ დაფიქსირებული და ოთხი მიმართულებით აღბეჭდილი უხილავი ბნელი მატერიის უზარმაზარი რუკა გამოქვეყნდა 2012 წლის 9 იანვარს. სურათის შუაგულში ფერადი ჩანართის სახით ასახულია ბნელი მატერიის წინა (COSMOS-ის) რუკა და სავსე მთვარე შესაბამისი მასშტაბით (ტელესკოპში აღბეჭდილი ზომის მიხედვით).

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ სივრცეში ბნელი მატერიის გავრცელების რუკის დაფიქსირებით ისინი მიუახლოვდებიან მის შეცნობას.

სამყაროს დაფარული მხარე ამჟამად ცოტა უფრო ნათელია ბნელი მატერიის უდიდესი რუკის წყალობით. როგორც ფიქრობენ, ეს არის უცნაური ნივთიერება, რომელიც სივრცის უმეტეს ნაწილს მოიცავს.

მეცნიერებმა შექმნეს მთელს სამყაროში არსებული ბნელი მატერიის (dark matter) გამომსახველი უდიდესი მასშტაბის რუკა. მასზე აღბეჭდეს უხილავი ნივთიერების სურათი, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, სამყაროში არსებული მთლიანი მატერიის 98 პროცენტს შეადგენს.

ბნელი მატერია, უშუალოდ, არასოდეს დაუფიქსირებიათ, თუმცა მისი არსებობა შეიგრძნობა მისი გრავიტაციული ზემოქმედებით ჩვეულებრივ მატერიაზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ბნელი მატერია შედგება რაღაც ეგზოტიკური ნაწილაკისგან, რომლებიც ჩვეულებრივ ატომებთან არ ურთიერთქმედებს.

ახალ რუკაზე აღბეჭდილია ბნელი მატერიის გავრცელების ზონები გაცილებით უფრო ვრცელ სივრცეში, ვიდრე აქამდე იყო დაფიქსირებული.  იგი ფარავს 1 მილიარდ სინათლის წელიწადზე მეტ მანძილს. ერთი სინათლის წელიწადი წარმოადგენს იმ მანძილს, რომელსაც სინათლე გადის წელიწადში, ეს არის დაახლოებით 10 ტრილიონი კილომეტრი. [იხილეთ ბნელი მატერიის დიდი რუკა]

ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN

შეგიძლიათ აგრეთვე მიყვეთ ჟურნალის ინტერაქტიულ მულტიმედია-გალერეას, სადაც განმარტებულია ბნელი მატერიის არსი: http://www.scientificamerican.com/article.cfm?id=dark-worlds-interactive