Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

წინასწარმეტყველება: რას დაემსგავსება დედამიწა 100 წლის შემდეგ?

robot_3
დაე ისინი, ვინც თავისი სატელეფონო პაკეტის შეცვლას გეგმავენ, დაწყნარდნენ, შეიძლება მალე გასაკეთებელიც აღარაფერი იყოს. 100 წელიწადში შეიძლება ერთმანეთთან კომუნიკაცია პირდაპირ გონების საშუალებით შევძლოთ. ყოველ შემთხვევაში ასე წარმოუდგენია  BBC-ს თავის საიტზე გამოქვეყნებულ წინასწარმეტყველებებში, ისევე როგორც ჯონ ელფრეტს, ამერიკელ ინჟინერს, რომელმაც ასეთივე ვარაუდები 1900  წელს The Ladies' Home Journal-ში გამოაქვეყნა. ის ცდილობდა, გამოეცნო, როგორი იქნებოდა სამყარო 2000 წელს და ივარაუდა ისეთი ტექნიკური მიღწევები, როგორიცაა მობილური ტელეფონები და ტელევიზია.


BBC თავის მკითხველს ეკითხება, როგორი იქნება ცხოვრება 100 წლის შემდეგ და, ამგვარად, დიდ თამაშში ერთვება, ეს მედიის ამ თვის ერთგვარი ტრადიციაა, გასართობია ახალი წლის დიდი ტენდენციების გამოსაცნობად (ამგვარად წინასწარმეტყველებენ ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და პოლიტიკურ მოძრაობებს, ან მედიის განვითარებას), მაგრამ ცოტათი შორსაც იყურებიან.

მკითხველთა წინადადებები მათი ალბათობის მიხედვით განიხილა ორმა „ფუტუროლოგმა“. ეს სავარჯიშო, თუ შეიძლება მას სამეცნიერო ეწოდოს, დღევანდელობისაგან რადიკალურად განსხვავებულ მომავალს გვიწინასწარმეტყველებს.

ამგვარად, ჩვენ ვიქნებით ტელეპატები, მუდმივად კომპიუტერზე მიბმულნი და გენეტიკურად მოდიფიცირებულები, იქნებ უფრო გონიერნიც კი. პატარა რობოტები ყოველთვის ჩვენ გვერდით იქნებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში გვიმკურნალონ. ჩვენ ანტარქტიკაზე ვიმუშავებთ და მსოფლიოში მხოლოდ სამი ენა იარსებებს (ინგლისური, ესპანური და მანდარინი (ჩინური ენის ოფიციალური ფორმა)).

ზოგიერთი წინადადება ფუტუროლოგების სკეპტიციზმს შეეჯახა. მაგალითად, მცირე შანსია, რომ ერი-სახელმწიფოები აღარ იარსებებებენ. ასევე ის, რომ ომებს აპარატები აწარმოებენ, თუმცა უპილოტო საფრენი აპარატები უკვე ფართოდაა გავრცელებული.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.slate.fr/lien/48785/predictions-monde-dans-100-ans