Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

NASA გზას უკვალავს ღია პროგრამების განვითარებას

NASA-ს (აშშ აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევების ეროვნული სააგენტო) "ღია მთავრობის" ინიციატივის ფარგლებში ამოქმედდა ახალი ვებსაიტი, რომელიც უფრო გააფართოვებს სააგენტოს ღია კომპიუტერული პროგრამების განვითარებას.

ღია კომპიუტერული პროგრამების შექმნა, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს პროგრამის კოდზე  ხელმისაწვდომობას, მის ხილვას და გაუმჯობესებას, სრულიად ცვლის იმ პროცესს, თუ როგორ იქმნება, უმჯობესდება და გამოიყენება პროგრამები. NASA ღია კოდებს იყენებს პროექტებისა და მისიის საჭიროებისთვის, პროგრამის განვითარების დასაჩქარებლად და საზოგადოების მაქსიმალური გაცნობიერებისა და კვლევის ზეგავლენის ასამაღლებლად.

„ეს საიტი წარმოადგენს NASA-ს გაფართოებულ ძალისხმევას, რათა მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება, გაცნობიერება და ჩართვა კოსმოსური კვლევის, სამეცნიერო აღმოჩენებისა და აერონავტიკის კვლევით მისიაში“ – განაცხადა  NASA-ს საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დებორა დიასმა. „მოქალაქეების ჩვენს სამუშაოებში ჩართვა წარმოადგენს ჩვენის წარმატების მნიშვნელოვან კომპონენტს“.

„ჩვენ 4 იანვარს ავამოქმედეთ ეს საიტი (http://code.nasa.gov), რასაც კოდის გამოყენებით დაინტერესებული ადამიანების მხრიდან უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა,“ – განაცხადა NASA-ს ღია სამთავრობო ინიციატივის პროგრამის მენეჯერმა, ნიკ სკაიტლენდმა. „ჩვენი მიზანია, საზოგადოება უზრუნველვყოთ NASA-ს ამჟამინდელ ტექნოლოგიებზე უშუალო ხელმისაწვდომობით.

ვრცლად: SCIENCE DAILY

იხილეთ აგრეთვე:

http://www.whitehouse.gov/open

http://www.nasa.gov/open