Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ელექტრონების ათ-წამიანი ცეკვა – ახალი კომპიუტერების შესაქმნელად გადადგმული ახალი ნაბიჯი

ელექტრო-ინჟინრები – სტივენ ლიონი (მარცხნივ) და ალექსეი ტირიშკინი ამოწმებენ ყალიბს, რომელშიც  სილიციუმის კრისტალებია. ეს კრისტალები მათ გამოიყენეს მილიარდობით ელექტრონის სპინის კოორდინირებისთვის ახალი ტექნოლოგიის შესაქმნელად წარმოებულ სამუშაოებში ისეთი მძლავრი მოწყობილობებისთვის, როგორებიცაა – კვანტური კომპიუტერები.

პრინსტონის უნივერსიტეტის ლაბორატორიის სარდაფში, ალექსეი ტირიშკინმა კომპიუტერის მაუსის ღილაკზე თითის დაჭერით გაგზავნა მიკროტალღების იმპულსი, რომლებმაც გაიარეს გაყინულ, უჟანგავი ფოლადის ცილინდრში მოთავსებული სილიციუმის კრისტალში.

ტალღებმა შორეული მანძილიდან მოსული მუსიკის ხმის მსგავსად დაიწყეს მოძრაობა კრისტალში, მის გულში კი მილიარდობით ელექტრონმა დაიწყო ბრუნვა ტალღების აყოლით.

სილიციუმის კრისტალში შეღწევა და 100 მილიარდი უმცირესი ნაწილაკის მიერ „ქორეოგრაფიული ცეკვის“ შესრულება თავისთავად შთამბეჭდავი მიღწევაა, მაგრამ ეს, ამავე დროს წინ გადადგმული ნაბიჯია ახალი ტექნოლოგიის შესაქმნელად ისეთი მძლავრი მოწყობილობებისთვის, როგორებიცაა – კვანტური კომპიუტერები.

ვრცლად: SCIENCE DAILY - SCIENCE NEWS

სამეცნიერო წყარო: Alexei M. Tyryshkin, Shinichi Tojo, John J. L. Morton, Helge Riemann, Nikolai V. Abrosimov, Peter Becker, Hans-Joachim Pohl, Thomas Schenkel, Michael L. W. Thewalt, Kohei M. Itoh, S. A. Lyon. Electron spin coherence exceeding seconds in high-purity silicon. Nature Materials, 2011; DOI: 10.1038/nmat3182