Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

“Skoool საქართველო”- ახალი ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

“Skoool საქართველო”- ახალი ელექტრონული პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა -

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა №143 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი ელექტრონული სასწავლო პროგრამა ”Skoool საქართველო” წარუდგინა. პროგრამა არის ახალი ინიციატივა, რომელიც უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, გვაძლევს საშუალებას გამოვიყენოთ ინოვაციური, ინტერაქტიული და ძალიან საინტერესო სასწავლო პროგრამები.

პროგრამა მრავალ ენაზეა თარგმნილი და დიდი პოპულარობით სარგებლობს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ კომპანია Intel®-თან თანამშრომლობით  პროგრამის ქართულ ენაზე თარგმნა და ჩვენ საგანმანათლებლო საჭიროებაზე მორგება უზრუნველყო. მისი ნახვა სამინისტროს ვებ გვერდზეა (www.skoool.ge) შესაძლებელი.

”Skoool საქართველო” სპეციალურად მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შექმნილი ადაპტირებული  ელექტრონული მულტიმედიური რესურსია, რომელიც სწავლების პროცესს უწყობს ხელს, არის ცოდნის მიღებისა და თვითშეფასების უნიკალური საშუალება.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებსა და მათემატიკაში უკვე 350-მდე სასწავლო რესურსია თარგმნილი. მულტიმედიური სასწავლო რესურსები, რომელიც ორი სახის კომპონენტისაგან (სასწავლო ობიექტები  და სიმულაციები) შედგება, განაწილებულია ზოგადი განათლების სამივე საფეხურის (დაწყებითი, საბაზო და საშუალო) მიხედვით.

თითოეული საკითხი რამდენიმე სლაიდისაგან შედგება, რომელიც საკითხთან დაკავშირებულ მოკლე ინფორმაციას შეიცავს, შემდეგ მოჰყვება ტესტები. მათი დახმარებით თითოეულ მოსწავლეს თავად შეუძლია შეაფასოს საკუთარი ცოდნა. ბოლოს მოცემულია საკითხის შემაჯამებელი დებულებები.

მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს ნებისმიერი რესურსი საგაკვეთილო საჭიროებიდან გამომდინარე მითითებულისგან განსხვავებულ კლასებში გამოიყენოს. მოსწავლეები კი, ნებისმიერ გარემოში სადაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია, შეძლებენ პროგრამით სარგებლობას.

არსებული რესურსი დახვეწისა და განვითარების საშუალებას იძლევა. მინისტრის განცხადებით, სამინისტრო იმედოვნებს მასწავლებლები და მოსწავლეები აქტიურად გამოიყენებენ აღნიშნულ პროდუქტს და აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ მისი დახვეწა-განვითარების პროცესში.

Video

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]