ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში
ქართველი მათემატიკოსის ნიკოლოზ მუსხელიშვილის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ ბიობიბლიოგრაფიული წიგნი სერია „ქართველი მეცნიერების“ ფარგლებში გამოსცა.
წიგნში შესულია მუსხელიშვილის სამეცნიერო ნაშრომები, სტატიები სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებიდან, მისი რედაქციით გამოცემული შრომები და ლიტერატურა ცნობილი მათემატიკოსის შესახებ. აღნიშნული მასალა ქრონოლოგიურადაა დალაგებული და 1915-2011 წლებს მოიცავს.
წიგნის რედაქტორი ირაკლი ღარიბაშვილი, ბიბლიოგრაფიული რედაქტორი კი ნანა ბაღათურიაა. შემდგენლები – მარიკა ჟორჟოლიანი, ლენა ხუხია.
წიგნი სამ – ქართულ, რუსულ და ინგლისურენოვანია და გამომცემლობა „მერიდიანმა“ გამოსცა.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments