Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ქართული საძმო (ორდენი) – რა შეიმჩნევა ჩვენს ისტორიაში (I ნაწილი)

logo

ბლოგები / გაიოზ მამალაძე 16.02.2012

bl164

მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს საიდუმლო ორგანიზაციები - ორდენები, საძმოები, კლუბები...

ასეთ საიდუმლო გაერთიანებებზე ათასგვარი ლეგენდაა გავრცელებული. ზოგი გადმოცემა ამ დახურული, ჰერმეტული გაერთიანებების შესახებ დღესაც ჭორის სახით ვრცელდება.
 
ფარული გაერთიანებების, საძმოების, კლუბების, “შეთქმულთა”, “შეფიცულთა” კავშირების ისტორია, ალბათ, უხსოვარი დროიდან იწყება.
 
ფარულ გაერთიანებებს აუცილებლად აყალიბებდა რელიგიური და ეთნიკური იდენტურობა. რელიგიური და სოციალური სიბრძნის, რელიგიური და საერო საკითხების მართვისა და მმართველობის ცოდნის გადაცემა, ერთ-ერთი უმთავრესია ფარულ გაერთიანებებისათვის.
 
როდესაც ერთი ქვეყანა მეორეს იპყრობდა, მით უმეტეს დიდი ხნით, დაპყრობილ ეთნოსს და კონფესიას აუცილებლად სჭირდებოდა შეფარული ქმედებები ერისა და რწმენის გადასარჩენად. ამ შემთხვევაში არისტოკრატია ლიდერის ფუნქციას მთლად ვერ აიღებდა თავის თავზე, რამეთუ დამპყრობელი არისტოკრატიას (ქართულად აზნაურთა) შეურიგებელ ნაწილს ხოცავდა, აპატიმრებდა და ავიწროებდა, სოციალურად აკნინებდა, ნაწილს კი მოისყიდდა.
...
თითქმის ყველა ქვეყანაში მოქმედებს ჰერმეტული საძმოები. ევროპაში ორდენების შექმნა ჯვაროსნულ პერიოდს უკავშირდება. როცა ჯვაროსნებმა წმიდა მიწაზე შექმნეს იოანიტთა, მეტაძრეთა (ტამპლიერთა) და სხვა სასულიერო-საერო ორდენები. თუმცა მანამდის კელტ-იბერიულ ხალხებში (და სხვაგანაც და მერეც) მოქმედებდა მსგავსი საძმოები, რომლებიც გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევდნენ რომის პოლიტიკისა და სარწმუნოების ექსპანსიას თუ სხვა.


პირველი ქართული საიდუმლო საძმო, ალბათ, უძველეს დროში არსებობდა. მეცნიერთა ვარაუდით, ქართული ანბანი ქურუმთა (ხუცთა) საიდუმლო ანბანია. ქურუმებს საიდუმლოები მრავლად ექნებოდათ, რომელთაც იცავდნენ არა მარტო სხვა რწმენის მიმდევარი დამპყრობლებისაგან, არამედ არასაიმედო პროფანებისაგანაც, საეროთაგანაც. მხოლოდ მეფე - უზენაესი ხელისუფალი და სამეფო საგვარეულოს რამდენიმე წევრი, სეფეწული იყო ჩახედული ქართველ ხუცთა ცოდნაში. რამდენიმე იმიტომ, რომ იმ დროს კოლხეთსა და იბერიაში სამეფო ტახტი გადაეცემოდა სამეფო საგვარეულოში უხუცესს და არა მაინცდამაინც მეფის უფროს ძეს.

სრულად: http://www.presa.ge/new/index.php?m=blogs&BAID=18&BID=164