Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კანცეროგენული საღებავი: კოკა-კოლა იძულებულია, რეცეპტი შეცვალოს

1654403_3_33a4_un-verre-de-coca-cola_260d31558ebba5eab9e0e8fc92be67bb
მსოფლიოში ყველაზე მეტად გაყიდვადი გაზიანი სასმელი იძულებული გახდება, შეცვალოს თავისი რეცეპტი, გვატყობინებს Discoverynews-ი. მიზეზი: ქიმიური ხსნარი 4-მეთილიმიდაზოლი (4-MEI), რომელიც არა მარტო ამ სასმელის საღებავად, არამედ სხვა გაზიანი სასმელების, სოიოს სოუსებისა და ზოგიერთი ლუდისათვისაც მოიხმარება.
მომხმარებელთა დაცვის ამერიკულმა ასოციაციამ, საჯარო ინტერესების სფეროს სამეცნიერო ცენტრმა (Centre pour la science dans l'intérêt du public (CSPI)) ერთი წლის წინ ატეხა განგაში. 2011 წლის თებერვალში ასოციაცია საკვებისა და მედიკამენტების ამერიკულ ადმინისტრაციას  (FDA) აღნიშნული ხსნარის შემცველი ყველა საკვები პროდუქტის სრულად და მარტივად აკრძალვას თხოვდა.

პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ მეცნიერები ვერ თანხმდებიან 4-MEI-საგან მოსალოდნელ საფრთხეებზე. მღრღნელებზე ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით ამერიკის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ მხოლოდ დღეში 1000 ქილაზე მეტი სასმელის მოხმარებისას ჩნედბა საშიშროება. თავის მხრივ, CSPI ახალ ტესტებს უპირისპირებს მათ, რომელიც საწინააღმდეგოს ამტკიცებს და სასმელის უსარგებლობაზე მეტყველებს. ასოციაციის მტკიცებით, კანცეროგენი მაშინ ფორმირდება, როდესაც ამიაკი და/ან სულფიტები 4-MEI-სთან ერთად გამოიყენება გაზიანი სასმელისათვის ყავისფერი შეფერილობის მისაცემად.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/