Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ტალღურ-ნაწილაკური დუალიზმი ნაჩვენებია დღეისათვის უდიდეს მოლეკულაზე

ერთ-ერთი ყველაზე ამოუცნობი საიდუმლო კვანტურ ფიზიკაში არის ტალღური ნაწილაკის დუალიზმი: ყოველ კვანტურ ობიექტს გააჩნია ტალღისა და ნაწილაკის თვისებები. მისი ეფექტი არსად არ არის ისე ლამაზად ნაჩვენები, როგორც ორმაგი გასასვლელის ექსპერიმენტში: ნაწილაკების ნაკადი (ფოტონები, ელექტრონები, ან სხვა) მიემართება ბარიერისკენ, რომელსაც ორი ვიწრო ხვრელი აქვს. იმ დროს, როდესაც თითოეული ნაწილაკი ინდივიდუალურად ჩნდება დეტექტორზე, ნაწილაკების ნაკადი წარმოქმნის ინტერფერენციულ სურათს. ვერც სუფთა ტალღური და ვერც მხოლოდ ნაწილაკური აღწერილობა ვერ ხსნის წარმატებით ამ ექსპერიმენტს.

ამჯერად, მკვლევარებმა წარმატებით განახორციელეს აქამდე ცნობილ მოლეკულებზე გაცილებით უფრო დიდი და მასიური მოლეკულების კვანტური დაბრკოლებების ექსპერიმენტი. ტომას ჯაფმენმა (Thomas Juffmann)100-ზე მეტი ატომისგან შედგენილი მოლეკულები მიმართა ბარიერისკენ, რომელსაც ორი ვიწრო გასასვლელი აქვს იმისათვის, რომ მოლეკულების ურთიერთქმედების მნიშვნელოვნად შემცირება მოხდეს. მან, ამავე დროს, დაკვირვება აწარმოა წარმოქმნილ ინტერფერენციულ სურათებზე. ექსპერიმენტი მიუახლოვდა რეჟიმს, რომელშიც მაკროსკოპიული და კვანტური ფიზიკა ერთმანეთს გადაფარავს. ეს კი  შესაძლებლობას ქმნის, შესწავლილ იქნას ისეთი გარდაქმნები, რომლებიც მეცნიერებს ათწლეულების განმავლობაში იმედგაცრუებულს ტოვებდა.

ვრცლად: WIRED SCIENCE