მომავლის ტექნოლოგია: პირველი უნივერსალური კვანტური ქსელის პროტოტიპი აერთებს 2 ლაბორატორიას
კვანტური ქსელი: თითო ფოტონის ურთიერთგაცვლის საფუძველზე დაკავშირებულმა ქსელმა, რომელიც ცალკეული ატომებისგან შედგება, შესაძლებელია, მრავალმხრივი კვანტური ქსელისათვის საფუძველი შექმნას.
ფიზიკოსებმა წარმოადგინეს გაფართოებადი კვანტური ქსელი, რომელიც ყოველმხრივ ადაპტირებული იქნება გრძელ მანძილზე კვანტური კომუნიკაციისთვის.
კვანტური ტექნოლოგიები მომავლის გზაა, მაგრამ დადგება კი ეს მომავალი?
შესაძლებელია, ასეც იყოს. ფიზიკოსებმა გზა გაკვალეს კვანტური მომავლისკენ, შექმნეს რა ელემენტარული ქსელი კვანტური ინფორმაციის გაცვლისა და შენახვისათვის. ქსელს აქვს ორი მრავალდანიშნულებიანი კვანძი, რომლებიც კვანტურ ინფორმაციას აგზავნიან, იღებენ და ინახავენ. კვანძები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით, რომელიც ინფორმაციას ერთი კაბელიდან მეორეში ერთადერთი ფოტონის მეშვეობით აგზავნის.
ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN
- Login to post comments