Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

უზბეკი სტუმრები ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

16 ივლისს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას სტუმრად ეწვია უზბეკეთის ეროვნული ბიბლიოთეკის, კულტურის უნივერსიტეტის და საინფორმაციო ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლები. მათ ორი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნების ბიბლიოთეკების თანამშრომლებთან "ტემპუსის" პროექტის ფარგლებში ილიას უნივერსიტეტში ინფორმაციის მენეჯმენტის კურსი გაიარეს – საზაფხულო სკოლა "ციფრული ბიბლიოთეკები". პროექტის მიზანი საქართველოში, სომხეთსა და უზბეკეთში საინფორმაციო მეცნიერების განვითარებაა.

უზბეკმა სტუმრებმა დაათვალიერეს და გაეცნენ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მუშაობას, სიახლეებს საბიბლიოთეკო საქმეში. შედგა შეხვედრა ბიბლიოთეკის თანამშრომლებსა და სტუმრებს შორის, მოხდა ურთიერთგაცნობა, სტუმრებმა ჩაატარეს პრეზენტაცია, სადაც წარმოადგინეს უზბეკეთის საბიბლიოთეკო სისტემების სიახლეები. ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა და უზბეკი სტუმრები შეთანხმდნენ დაიდოს ხელშეკრულება ურთიერთთანამშრომლობაზე. ასევე დაგვეხმარებიან შუა აზიის სხვა ბიბლიოთეკებთან ურთიერთობის დამყარებაში. ბიბლიოთეკის თანამშრომლები მიწვეული არიან 2010 წ. ოქტომბერში მე-6 საეთაშორისო კონფერენციაზე "ცენტრალური აზია – 2010" – "საინფორმაციო-საბიბლიოთეკო რესურსები მეცნერებაში, განათლებაში, კულტურაში და ბიზნესში" .