Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მონაცემთა ბაზები, ელექტრონული წიგნები და ახალი გამოგონებები

Photo-0051_1

25 აპრილს 3 საათზე საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მე-2 კორპუსში, ბიბლიოთეკის საინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების გამგემ თამარ ხახუტაშვილმა და ბიბლიოგრაფიის განყოფილების თანამშრომელმა მარიკა ჟორჟოლიანმა ჩაატარეს მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობის მონაცემთა ბაზებისა და ელექტრონული წიგნების პრეზენტაცია. ყველა ეს მონაცემთა ბაზა ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის (ნაწილი იხილეთ მარცხნივ, სანავიგაციო სვეტში).

გარდა ამისა, ალექსანდრე წერუაშვილმა და ვიტალი აბრამიანმა საკუთარი ახალი გამოგონებები წარმოადგინეს: ”ჰაერის გამწმენდი ” და ”ტურბინა”.

ორივე გამომგონებელმა ხაზი გაუსვა იმ დახმარებას, რომელიც მას გაუწია ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ. ვიტალი აბრამიანის თქმით, ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა მოიძიეს და მიაწოდეს მას ჰიდროდინამიკის კლასიკოსთა მე-19 საუკუნის შრომები, რომელთა შესწავლამაც მიიყვანა იგი ამ გამოგონებამდე და შემდეგ დაეხმარნენ საპატენტო განაცხადის წარდგენაში.

უახლოეს ხანში ამ საიტზე გაიხსნება სპეციალური სერვისი გამომგონებლების საინფორმაციო მომსახურებისათვის.