Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ახალი კვლევის შედეგად აღმოაჩინეს უზარმაზარი გალაქტიკური ქსელი და არავითარი ნიშანი ბნელი მატერიისა


ბნელი მატერია საფრთხეშია? რამდენიმე დღის წინ მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მზის გარშემო არ არსებობს ბნელი მატერია. შემდეგ კი, მკვლევართა ჯგუფმა გერმანიაში განაცხადა, რომ ბნელი მატერია არ არსებობს არც ჩვენი გალაქტიკის მეზობლად. მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა სფეროსებრი ჯგუფები და სატელიტური გალაქტიკების ვრცელი სტრუქტურა, რომელიც თანაბრად განაწილებული ფორმით გარს აკრავს „ირმის ნახტომს“. გალაქტიკების განლაგებისა და ევოლუციის უმეტესი მოდელი საჭიროებს ბნელი მატერიის გრავიტაციულ ზემოქმედებას, თუმცა ამ მოდელში, როგორც ჩანს ეს არ არსებობს.

ეს ახლად აღმოჩენილი ორგანიზაციული სტრუქტურა უზარმაზარია – იგი იწყება „ირმის ნახტომი“-ს გალაქტიკის ცენტრიდან დაახლოებით 33000 სინათლის წელიწადის მანძილზე და აღწევს 1 მილიონ სინათლის წელს. რადგან თანმდევი გალაქტიკები და მათი ჯგუფები მოძრაობენ ჩვენს გალაქტიკასთან ერთად, ისინი წარმოქმნიან ვარსკვლევებსა და აირებს, რომლებიც წარმოადგენენ გრძელ „კუდს“ მათი კოსმიური ტრაექტორიის გარშემო. ამ ორგანიზებულ განლაგებაზე რაღაც უნდა იყოს პასუხისმგებელი, თუმცა გერმანული ჯგუფი აცხადებს, რომ ეს ბნელი მატერია არაა. მათ რამდენიმე კონცეფცია აქვთ, მათ შორის ისიც, რომ „ირმის ნახტომი“  11 მილიონი წლის წინ სხვა გალაქტიკას შეეჯახა, მისი კომპანიონები კი უბრალოდ, შემორჩენილი ნამსხვრევი ნაწილაკებია, რომლებიც გალაქტიკური გრავიტაციის ველში იმყოფებიან.

ვრცლად: POPSCI