Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

სერგეი დოვლატოვი – “უცხოელი”

სერგეი დოვლატოვი – “უცხოელი” -

იმ წიგნების კატეგორიას მიეკუთვნება, ყურებში მუსიკაგარჭობილი კითხვის დროს ამქვეყნად ვერეაფერს რომ ვეღარ ვამჩნევ ხოლმე. სასიამოვნოდ გეკითხება და კითხვის პროცესის შეწყვეტა არაფრად გიღირს. ეს ის შეგრძნებაა, რაც კითხვის გარდა არაფერს მოაქვს, რაც გრჩება ბოლომდე და რისთვისაც უბარლოდ ღირს წიგნის კითხვა.

“უცხოელი” ნიუ-იორკში წასული რუსი ემიგრანტების ცხოვრებას ასახავს. დოვლატოვი ისე კარგად ახასიათებს ყველ პესონაჟს, რუსების უბანში გგონია თავი, ძალიან დახვეწილი იუმორი და თავისებული წერის სტილი აქვს. აზრი არ გიწყდება და არც ერთ ეპიზოდში ყურადღების მოდუნების საშუალებას არ გაძლევს.

წერას მეზობლებით იწყებს. საოცარი ხალხია. აი თუნდაც ფიმა, წიგნის გამომცემელი, რომელიც წუხს:

“საბჭოეთში  თავისუფლება არ  იყო, მაგრამ იყვნენ მკითხველები. აქ თავისუფლება საკმარისზე მეტი იყო, მაგრამ არ იყვნენ მკითხველები.”

ზარეცკი, რუსეთიდან წასვლისას თვითმფრინავში ბედნიერმა რომ იყვირა – “რუსეთი თან ჩექმის ძირებით მიმაქვს!”  მერე იბრძოდა დემოკრატიისთვის და ასე ამბობდა: “ამისათვის ყოველგვარი საშუალება უნდა გამოიყენო, თვით ატომური ბომბიც კიო.”

ლემკუსი, რომელიც ბაბტისტი გახდა და ბოლოს მიჰყავდა გადაცემა “როგორ ვიხილოთ ღმერთი.”

ლერნერს კიდევ უშრომელად მოსდიოდა შემოსავალი. დოვლატოვს თუ დავუჯერებთ იბადები ან მდიდრად ან ღარიბად. როტაცია არ ხდება.

“ღარიბები ზარალს  ყოველგვარ ვითარებაში ითმენენ. ღარიბებს იმისთვისაც აჯარიმებენ მათმა ძაღლმა უადგილო ადგილას რომ მოისაქმოს. ღარისბს შემთხევევით ხურდა ფული რომ დაუვარდეს, აუცილებლად ლიუკში ჩავარდება.

მდიდრებისთვის კი ყველაფერი პირიქითაა. ფულს ისინი ძველი პიჯაკის ჯიბეებში ნახულობენ, ლატარიაში იგებენ, შორეული ნათესავები მემკვიდრეობით აგარაკებს უტოვებენ.”

ჰოდა ეს ლერნერიც ასეთი დაბადებიდან იღბლიანი იყო და უშრომელად მოსდიოდა ფული. მერე მთელიწლის განმავლობში ერთადერთი წიგნი იყიდა წიგნს მეტად შთამბეჭდავი სახელწოდება ჰქონდა “როგორ დავხარჯოთ 300 დოლარი საუზმისთვის”.

სინამდვილეში ამ მოთხრობის (სულ 100 გვერდია) მთავარი გმირი მარუსია ტატაროვიჩია, რუსი ქალი რომელიც ამერიკაში თავის ფუნქციას ვერ იპოვის, მერე ლათინოამერიკელ რაფაელს გაიცნობს. ფული აქვს და აცხოვრებს. მართალია შიგადაშიგ უტყაპუნებს, მაგრამ მარუსიას მისი ეგრეთ წოდებული სიყვარული ურჩევია ყველაფერს.

“წარუმატებელი ადამიანი ამერიკაში არავის მოსწონს. აქ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეს.”

უცნაურად უბედური ქალია. ვერ იპოვა თავისი თავი და ბოლომდე უცხოელი დარჩა. ამერიკას თავისი ფილოსოფია აქვს, დამოკიდებულებაც სხვადასხვანაირია. “გინდა მეცოდებოდე? ჯერ  მაცადე შენი დამცირებით დავტკბე”

მერე დოვლატოვს გაიცნობს. ისიც თვითირონიული ხდება და უფრო საინტერესოდ იკითხება.

სერგეი დოვლატოვი

“თქვენი ცოლი გასაოცარი ქალია, ერთ თვეში თქვენზე უკეთეს კაცს გაიჩენდა”, -ეუბნება მწერალს და გაოცებულს ტოვებს. მარუსია ცოტა თავქარიანია, მაინც მეცოდება.

ჰოდა, ეს თუთიყუშიც რაღაც კუთხით სიმბოლურია. სინამდვილეში ამერიკა თავისუფლებას მარუსიასნაირ უცხოელებს არ ანიჭებს. ლოლოს ბოლოს მთელი სამეზობლო ერთ დიდ გალიაში ჩასვამს. სახლში დაბრუნებაც მარტივი არ აღმოჩნდება

“ზოგიერთებისთვის სამშობლო რაღაც ცვალებადისიდიდეა – მინდა წავალ, მინდა დავბრუნდები. თითქოს სამშობლო კი არა, გასტრონომი ან ბაზარი ყოფილიყოს სინამდვილეში ეს ღალატია დანაშაულია, მაშასადამე უნდა გამოისყიდო”.

ჰოდა, ხარ უცხოელი ბოლომდე.


[საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]