Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

აღმოაჩინეს მაიას კალენდარი, რომელიც 2012 წლის „აპოკალიფსურ“ დეკემბერს სცდება


გვატემალის პეტენის რეგიონის მაიას ტომის ნანგრევებში ამერიკული გუნდის მიერ ჩტარებული გათხრების შედეგად აღმოჩენილია „მწიგნობართა სახლი“, რომლის კედლები ნახატებითა და კალენდარული ანგარიშებითაა მორთული, ისინი ზოგიერთების აზრით მაიას კალენდრით მსოფლიოს აღსასრულად მიჩნეულ 2012 წელზე ბევრად გვიან თარიღებსაც ეხება.
   
გვატემალაში, პეტენის რეგიონში დაახლოებით ერთი საუკუნის წინ აღმოჩენილმა ქსულტუნის დანგრეულმა კომპლექსმა, სადაც ჩვ.წ.აღ-მდე I და ჩვ.წ.აღ-ით IX საუკუნეებს შორის არსებული მაიას ცივილიზაცია იყო შემონახული, კიდევ ერთი საიდუმლო გაუმხილა ჰამილტონის კოლგეიტის უნივერსიტეტისა (Université Colgate) და  ბოსტონის უნივერსიტეტის არქეოლოგებს, რომლებიც National Geographic-ის მიერ დაფინანსებულ გათხრებს აწარმოებდნენ.  
მართლაც, მკვლევარებმა აღმოაჩინეს სტრუქტურა, რომელიც ქალაქის მწიგნობართა ნამუშევარს ჰგავს. კედლები უცნაური ნახატებითაა მორთული – მაიას სახლში აღმოჩენილი პირველი კედლის მხატვრობა. კერძოდ, შავ უნიფორმებში გამოწყობილი მწკრივად დაწყობილი ადამიანები, შავი და წითელი პაწაწინა გლიფები, ამოჩხაპნილი ზოგიერთი რიცხვი: როგორც ჩანს, მაიას კალენდართან დაკავშირებული გამოთვლები...რომელიც 6000 წელზეა გათვლილი და 2012 წლის საბედისწერო დეკემბრის ფარგლებსაც შორდება, განმარტებულია ჟურნალ Science-სა და National Geographic-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.maxisciences.com/maya/decouverte-d-039-un-calendrier-maya-allant-au-dela-de-l-apocalyptique-decembre-2012_art24353.html