Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კურტ ვონეგუტი – “სასაკლაო #5″

კურტ ვონეგუტი – “სასაკლაო #5″ -


ომი – გმირობაზე წერის უშრეტი წყარო. წააგებ და შეგიძლია დაწერო რა თავგადაკლულები იბრძოდნენ  ბიჭები. თუ მოიგებ მით უფრო. ზოგი მწერალი ომის საშინელებას ერთი პერსონაჟის ტანჯვით გაჩვენებს. ნაწილი ბატალური სცენებზე აკეთებს აქცენტს. ყველა მათგანი ერთ გმირს მაინც გამოურევს ხოლმე, მოკლედ,  ხელოვნებაში ომი მშვენიერი ინსპირაციის წყაროა.

ვონეგუტი სრულიად სხვაა – ომის სისულელეს მასზე უკეთ ვერავინ გაჩვენებს. საოცარი ენა აქვს, წერის სტილი, სიუჟეტის აგების მანერა. მისი პერსონაჟები ხომ ცალკე თემაა – ნაწარმოებიდან ნაწარმოებში რომ გადადიან და ერთ დიდ სამყაროს, ვონეგუტის ლიტერატურას ქმნიან.

“სასაკლაო #5″-ს მეორე სახელიც აქვს “ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა”. ამბავი კი დრეზდენში ხდება. ვიდრე ძირითადი სიუჟეტი დაიწყება, მანამდე ოჰარასთან მიდის და ცდილობს გაიხსენონ ომის ამბები. ოჰარას ცოლი – მერი ცუდად იღებს. ჰგონია, რომ მათი მონათხრობიდან მორიგი საგმირო ისტორია უნდა შეთხზას.

“ვერასოდეს მოგვაჩვენებ თავს თითქოს ომში ბავშვები კი არა, კაცები იყავით.  რომ არ თამშობდით ფრენკ სინატრას, ჯონ ვეინის ან სხვა ვინმე მსგავს ომის მოყვარული კაცის როლს იმის საჩვენებლად, თუ რა მომხიბვლელია ომი. შენი გმირებიც ისევე იჩხუბებენ, როგორც ჩვენი ბავშვები”, – ეუბნება მერი. ის ფიქრობდა, რომ ომი  ერთგვარი სტიმული იყო წიგნებისა და ფილმებისთვის. საბოლოო ჯამში ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ წავიდა. წიგნიც ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობაა.

წიგნის პერსონაჟები ომისთვის მოწოდებულნი სულაც არ არიან, ბილი პილგრიმს კი საერთოდაც სიკვდილი ომის დაწყებისთანავე უნდა. მერე დრეზდენში “სასაკლაო #5″-ში მოხვდებიან. მთელ ხუთ წელს უფანჯრებო სივრცეში გაატარებენ. ჯოჯოხეთი დედამიწაზე. ცოცხლად მოხარშული სკოლის ასაკის გოგოები და აცლილი სკალპები.

პილგრიმი დროში მოგზაურობს და უცხო პლანეტა ტრალფამადორიზეც მოხვდება. ეს პლანეტა დედამიწის ერთგვარი კონტრასტია თავისი სიმშვიდით. ისინიც ცხოვრობენ იმ მიზნით, რომ სინამდვილეში არაფერი კვდება და ქრება. ყველა მომენტი წარსული, ახლანდელი თუ მომავალი სამუდამოდ არსებობს, ვერავინ და ვერაფერი შლის.

“ჩვენ ყველანი მარადიულად ვიცხოვრებთ იმის მიუხედავად, ხანდახან მკვდრად თუ მოვეჩვენებით ვინმეს.”

ამ იდეით დედამიწაზე დაბრუნებული ბილი გიჟად მოინათლება.

ხელოვნება სიკვდილთან ცეკვის გარეშე წარმოუდგენელია – ტრალფამადორიელებთან სიკვდილს სულ სხვა განმარტება აქვს. ამიტომაც უკვირს ბილის აქაურებს სიმშვიდეში ცხოვრება როგორ შუძლიათ.

“მე ვიყავი პლანეტიდან, სადაც არსებობის დღიდან ყველა ერთმანეთის ჟლეტაშია ჩართული”.

კურტ ვონეგუტი

თხრობის სტილი ისეთია, მხოლოდ ვონეგუტს რომ აქვს. გადასვლა დროში, სიტუაციაში, პერსონაჟებში, ამბებში სრულიად ბუნებრივია. არც კითხვის ტემპი ვარდება და არც ინტერესი კლებულობს. ჩემთვის ეს მწერალი ერთ-ერთი მათგანია, იმ რამდენიმეს შორის, რომლის კითხვაც არასდროს მბეზრდება. თავისებური იუმორის გრძნობა აქვს და სასაკლაოზეც კი ისე წერს, არ იზაფრები.

ისეთი გრძნობა მაქვს თითქოს ყველა პერსონაჟმა თავისთვის ჩაიქროლა ტექსტის კითხვის დროს და სინამდვილეში დამრჩა ტვინამდე შესული ომის სისულელე. ვონეგუტთან ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ იდეა მოდის შენამდე და ნაკლებ მნიშველოვანია პერსონაჟები, ვისაც ეს მოაქვს.  მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ნაწარმოებში მეორდებიან. ტრაუტი აქაცაა, ისევე როგორც “დროის რღვევაში”. აქაც მწერალია და მისი წიგნებიც ერთი მსუყე კომპონენტია აი, იმ იდეისა, ზემოთ რომ ვწერდი.

დრეზდენის დაბომბვის დროს 135 ათასი ადამიანი დაიღუპა. ტრალფამადორიელებისა არ იყოს, სიკვდილი დავიწყებას და გაქრობას არ ნიშნავს. ეს ამბავი ყველას ახსოვს და სინამდვილეში ნახევარი საუკუნის წინ არაფერს ჩაუვლია.

ხუთწლიანი ტყვეობის მერე, ერთ დღესაც კარი ჩაკეტილი აღარ აღმოჩნდა და ისინი გარეთ გამოვიდნენ. მეხსიერებიდან ხუთი წელი არ წაიშალა.

[საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]