Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალმა ტექნიკამ გამოავლინა უხილავი ინფორმაცია დნმ-ის კოდში

ეს გამოსახულება ასახავს განსხვავებებს მეთილციტოზინი-5 (5-mC) მოლეკულის (მარცხნივ) ატომურ სტრუქტურასა და ჰიდროქსიმეთილციტოზინი-5 (5-hmC) მოლეკულას შორის დნმ-ში, დნმ-ის თანმიმდევრული წყობის ფონზე. მკვლევარებმა ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, ასევე, კალიფორნიის უნივერსიტეტთან არსებული ლუდვიგის სახელობის სიმსივნური დაავადებების კვლევითი ინსტიტუტიდან, სან დიეგოს და ემორის უნივერსიტეტიდან წარმოადგინეს 5-hmC გენომის პირველი რუკის ერთადერთი გამოსახულება. დნმ-ის მოდიფიცირება 5-hmC-ში სიცოცხლისთვის ფუნდამენტალურ პროცესებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

წარმოიდგინეთ, რომ კითხულობთ მთელ წიგნს და მხოლოდ შემდეგ ხვდებით, რომ თქვენი სათვალე არ იძლევა საშუალებას განასხვავოთ "გ" და "ვ". რა დეტალები გამოგრჩებათ?

გენეტიკოსები მსგავსი პრობლემის წინაშე დადგნენ, ბოლო დროს დნმ ანბანში "მეექვსე ნუკლეოტიდის" აღმოჩენის შედეგად. ციტოზინის (დნმ-ს ოთხი შემადგენელიდან ერთ-ერთი) ორ ნაირსახეობას, თითქმის იგივე ფორმა აქვს, მაგრამ სულ სხვას ნიშნავს. მაგრამ მეცნიერებს აქამდე არ ჰქონდათ დნმ-ის ზუსტი ამოკითხვის საშუალება, ასო-ასო, და ვერ ხერხდებოდა იმის გამოვლენის ზუსტად, თუ სადა გვხვდება ეს ცვლილებები, ქსოვილების ან უჯრედის რომელ სახეობებში. 
ახლა მეცნიერების ჯგუფმა ჩიკაგოს უნივერსიტეტიდან, კიბოს კვლევის ლუდვიგის ინსტიტუტიდან, კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, სან დიეგოსა და ემორის უნივერსიტეტიდან შეიმუშავა და გამოსცადა ამ ამოცანის გადაწყვეტის ტექნოლოგია. შედეგები გამოქვეყნდება ჟურნალ Cell-ის 17 მაისიის ონლაინ-გამოცემაში .

ვრცლად: SCIENCE DAILY: SCIENCE NEWS

 

სამეცნიერო წყარო: Miao Yu, Gary C. Hon, Keith E. Szulwach, Chun-Xiao Song, Liang Zhang, Audrey Kim, Xuekun Li, Qing Dai, Yin Shen, Beomseok Park, Jung-Hyun Min, Peng Jin, Bing Ren, Chuan He. Base-Resolution Analysis of 5-Hydroxymethylcytosine in the Mammalian Genome. Cell, 2012; DOI: 10.1016/j.cell.2012.04.027